ამ მდგომარეობაში იყოს ქუთაისი, ეს ნიშნავს ამ მდგომარეობაში გყავდეს მთელი საქართველო. ამასობაში, ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია მუდმივად ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას და რეალურად ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში, ნაციონალური მოძრაობის დროს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ასობით ეკლესია-მონასტერი და კულტურული მემკვიდრეობა აღდგა. დიახ, ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში, დიახ, მათ შორის ბაგრატის აღდგენა ნიშნავს ჩვენი იდენტობის აღდგენას. წარმოუდგენელია ის რითაც საქართველო არის მსოფლიო რუკაზე, თეა წულუკიანის, ღარიბაშვილის, კობახიძის ხელით ინგრეოდეს და ამას აკეთებენ გელათში.
[…] რუსმა ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა, რომ რუსების გარდა ჩვენ კიდევ ჩამოვიყვანთ ჩინელებს, ე.ი ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე და ყველამ ერთად ვუთხრათ საქართველოს, ევროკავშირის დროშის აღმართვით არ შევეგუებით, არც დავნებდებით და ბრძოლა აუცილებლად იქნება გამარჯვებამდე.
არ შემიძლია არ ვთქვა, ბიძინა ივანიშვილმა ნათლია მირონი არისო ჩემი ფარცხალაძეო, ეს კაცი ეფესბეს აგენტიაო აშშ-მ ანუ ყველაზე დიდი აგენტი საქართველოში, რუსული ინტერესების გამტარებელი არის ბიძინა ივანიშვილი და ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის კარგად. ყველა კარგად ხედავს, ყველა არის თქვენ გვერდით, ქართველი ხალხის გვერდით და მთავარი გასაკეთებელი არის ჩვენი – ჩვენ აუცილებლად ყველამ ერთად უნდა მოვაშოროთ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია ჩვენს ქვეყანას.”