“ვინ მოგცათ ლაპარაკის უფლება” “ხმა ჩაიკმინდეთ” “გაგყრით აქედან” – ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე

“ვინ მოგცათ ლაპარაკის უფლება” “ხმა ჩაიკმინდეთ” “გაგყრით აქედან” “გამასწარი მეთქი” ‘უსირცხვილოვ” “ურეპუტაციოვ” სისხლისმსმელებო” – ამ შეძახილებით მიეჭრნენ ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის, “ქართული ოცნებიდან” ქალბატონი დეპუტატები მარიკა ჩხიკვიშვილის, ქეთი ხომერიკისა და ნინო ჭანიშვილის ხელმძრვანელობით – ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაშინ, როცა ერთერთი მათგანო, კონკრეტულად თათია ნიკოლაშვილი, განცხადების გაკეთებას ცდილობდა.

ნიკოლაშვილს განცხადების გაკეთება დაწყებული არ ჰონდა, როცა მასთან უმრავლესობის დეპუტატი-ქეთი ხომერიკი მიიჭრა-მის წინ მაგიდაზე დალაგებული დღის წესრიგი აიღო, დახია და ოპონენტს სახეში სეაყარა.

როგორც შემდგომ გავიგეთ, ნიკოლაშვილს სურდა ხელისუფლებისათვის მოეწოდებინა, რომ დღეს, ჯერ კიდევ რჩებიან სტიქიის ზონაში დარჩენილი ოჯახები, რომლებსაც დახმარება სჭირდება.

დავიდარაბა ნახევარი საათის განმავლობაში, შეიძლება ასეც ითქვას, სრული წივილ კივილის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარემ, ფაქტიურად არც დაწყებული სხდომა შეწყვიტა და შესვენება გამოაცხადა.

შესვენების შემდეგ ოპოზიცია სხდომაზე არ დაბრუნებულა, როგორც ჟურნალისტებთან საუბარში, დეპუტატმა ბადრი კილაძემ განაცხადა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share