“8 სექტემბრის სტიქიამ სოფელ ხორეთში ხიდი დააზიანა. მოეწყო დროებითი გადასასვლელი გზა, რათა მოსახლეობას გადადგილება შესძლებოდა.
აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა და 4 დღეში დროებითი ხიდი მოაწყო, რაზედაც ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. 3 ოქტომბრის სტიქიამ აღნიშნული გადასასვლელი დააზიანა და დღეს ამ დროებით ხიდზე გავლა შეუძლებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.
მერიის ცნობით, დაწყებულია ძველი ხიდის დემონტაჟი და უახლოეს დღეებში ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყება. თუმცა, უწყება ამბობს, რომ მანამდე, ისევ დროებითი გადასასვლელი გზის მოწყობაა საჭირო, რათა მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს. როგორც ლანჩხუთის მერია განცხადებაში აღნიშნავს, მობილიზებულია ტექნიკა და საჭირო ინფრასტრუქტურული მასალები, რომ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა დროულად მოხდეს.
გუშინ ღამით გურიაში სტიქია იყო. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ოზურგეთი. უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და შენობები.