ფეისბუქ-გვერდი “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” წერს:
”გურიის მეწყერული ზონები და ტრაგედიები ხომ იციით? მდინარე სუფსა რომ გადაირია და ძირითადად იმ სოფლებს დაარტყა სადაც 2018 წლიდან ათეულობით წიაღის მომპოვეველი კარიერები ვანდალურად ტაციობდა მდინარეზე. არც ნატანი დაუტოვეს, არც სანაპირო ზოლი და მდინარემ საკუთარი ჭალა დაკარგა, კალაპოტი ეროზირებულია.
მითუმეტეს კლიმატური ცვლილებების ფონზე გარემოში ასეთი ჩარევა უპატიებელია.
ძველი კარიერების ჩამონათვალს მოგვიანებით შემოგთავაზებთ შემდეგი სოფლების მიმდებარედ: აცანა, აკეთი, სილაური, ბაილეთი, ნაგომარი, გორაბერეჟოული, ახალსოფელი-სტიქიის ზონები.
როგორც იქნა მინერალური რესურსების სააგენტოდან გურიის კარიერების გაახლებული რეესტრზე ინფორმაცია მივიღეთ, სახალხო დამცველის აპარატის უშუალო ჩარევით.
ისევ ქვა-ღორღის მოპოვების ლიცენზიებია გაცემული სტიქიის ზონაში 4-5 წლით. წარმოიდგინეთ ხომ რას დამართებენ მდინარეს. ამ წარმოებებს აუცილებლად შევამოწმებთ.
გთავაზობთ ჩამონათვალს მდინარე სუფსაზე ამჟამად გაცემული ლიცენზიებისა:
ლიცენზია N 100001792- ჩოხატაურის მუნიც. სოფელი გორაბერეჟოულის მიმდებარედ2020- 2023 წლის ბოლომდე.
ლიცენზია N 100002675- სოფელ ზომლეთის მიმდებარედ 2022-2026 წლამდე.
ლიცენზია N 206 სოფელ განახლების მიმდებარედ 2022- 2027 წლამდე.
რას მოუხერხებენ სუფსას წარმოიდგინეთ 5 წლის ვადით გაცემული ლიცენზიის მფლობელები , როცა არც კონტროლი, არც მონიტორინგი არ ხდება და მითუმეტეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
P.S. სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზიებს დასტურს მუნიციპალიტეტი აძლევს.”