მამუკა მდინარაძის თქმით, კობახიძის განცხადება, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონპროექტი პრეზიდენტს არ გადაეგზავნება და პირდაპირ შევა ძალაში, ხუმრობა იყო. მდინარაძის თქმით, ამ ყველაფრით “ლუსტრაცია მოხდა”, რომ არც ოპოზიციამ და არც პრეზიდენტის წარმომადგენლებმა კონსტიტუცია არ იციან.
კობახიძის ხუმრობას ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„რეკომენდაცია კობახიძეს – მერე რამე საკამათო რომ არ გახდეს, იქნებ პრეზიდენტის ფაქსიმილე დაგერტყა და მერე ემტკიცებინა, რომ მას არ მოუწერია ხელი.
ტურავა და მურუსიძე დაგიდასტურებდნენ ყველაფერს“ – წერს გია ხუხაშვილი.