”ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ამჟამინდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის არ მისაღებად. პრეზიდენტი ბევრს აკეთებდა, მაგრამ ისიც დიდი ხნის განმავლობაში ივანიშვილის გუნდის წევრი იყო და ახლა მისთვის (ივანიშვილისაგან) დისტანცირება ძნელია. თუმცა, პრეზიდენტს აქვს ინსტრუმენტები, რისი საშუალებითაც შეუძლია უკეთესი გზავნილები გაუგზავნოს ევროკავშირს და დემოკრატიულ სამყაროს.
ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაარწმუნოს უფრო მეტი ადამიანი, რომ საქართველო მზად არ არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია […] ის ხალხი, ვინც მხარს უჭერს და ელის კანდიდატის სტატუსს არიან პროევროპელები და არა პრორუსები.
ქართულ პოლიტიკურ სიტუაციაში ქვეყნისათვის დგება საკითხი ასე – იაროთ პუტინთან ერთად ან იაროთ იმ გზაზე, რომელიც საქართველომ აირჩია წლების წინ. ” –