ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს ახალი წევრი პირველად “შაბათის ეთერთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძე მისი მეჯვარე და შვილის ნათლიაა. თეიმურაზ ხომერიკი ის კადრია, ვინც პარლამენტმა მაღალ თანამდებობაზე მოსმენის გარეშე ბრმად დაამტკიცა.
ირაკლი კობახიძის სიყრმის მეგობარი ეროვნულ ბანკში ქართული ოცნებისთვის მაშველ რგოლად იქცა, ოთარ ფარცხალაძის გამო ქვეყნის მთავარი საიფნოანო ისნტიტუტის გამოცდილმა კადრებმა რომ ერთი მეორეს თანმიყოლებით პოსტები დატოვეს და ბანკი უმოქმედოდ რჩებოდა, სწორედ ამ დროს მიავლინეს, კობახიძის სტუდენტობის მეგობარი წევრად.
ეროვნული საბჭოს ახალი წევრი ირაკლი კობახიძესთან მეგობრობას ადასტურებს. თუმცა ამტკიცებს, რომ მისი დაწინაურება “ოცნების” ბოსის შუამავლობით არ მომხდარა.
ირაკლი კობახიძე ნათესავების და ახლო გარემოცვის დასაქმებაში ხშირად არის შემჩნეული. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კობახიძემ მაღალი თანამდებობის პარლამენტში კურსელებს გაუნაწილა, დავით მათიკაშვილი და მამუკა მდინარაძე, კობახიძის თანაკურსელები არიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მინისტრია კობახიძის დის ქმარი დავით ფაცაცია. კობახიძის მამა გიორგი კობახიძე იკავებს მაღალ თანამდებობას რაგბის კავშირში, კობახიძის სიმამრი თამაზ მოწონელიძე მუნიციპალური დამკრძალავი ბიურო “ჰერმესის” დირექტორის მოადგილეა. კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე კი საქართველოს მთავრობის საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელია, ახლა ამ სავარაუდო ნეპოტიზმის სია კობახიძის ნათელ-მირონი შეემატა უკვე ეროვნულ ბანკში.