სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში, ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებენ, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა გამოცემა BMG-სთან განაცხადა.
ამბობს, რომ ჭალადიდის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ჭაბურღილის ბურღვა დაიწყება. ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს კომპანია “ვესტ გალფ პეტროლიუმი” განახორციელებს.
“მაქსიმუმ წლის ბოლომდე ჭალადიდის ფართობზე, სამეგრელოში დაიწყება პირველი ღრმა ჭაბურღილის ბურღვა, რომელიც სადღაც 4 000 მეტრამდე იქნება. “ვესტ გალფ პეტროლიუმი” პარალელურად სეისმურ სამუშაოებს ატარებს. დაახლოებით 200 გრძივ კილომეტრამდე უკვე მონაცემები ჩაწერილია. საკმაოდ ოპტიმისტური სურათი გვაქვს, რომ ამ ერთ ღრმა ჭაბურღილის დასრულებისთანავე მეორე ჭაბურღილიც გაიჭრება”,- ამბობს გიორგი ტატიშვილი.