ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი გურიაში იმ ადგილას ჩავიდა, სადაც ივანიშვილის ბაობები უნდა გაატარონ. სოფო ჯაფარიძის თქმით, ადგილზე მოხსნილია ტრაფარეტები და 5-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგია უკვე გაუთიშეს.
ოპოზიციის წევრი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მთელი სახელმწიფო მანქანა ახლა რუსი ოლიგარქის სამსახურშია და ეს მარაზმი უნდა დასრულდეს.
დაუჯერებელია ის, რასაც აქ ვუყურებ. 5-ზე მეტ სოფელს გათიშული აქვს ელექტროენერგია. ხედავთ ტრაფარეტს, რომელიც ლანჩხუთი და სამტრედია წაიყვანეს ფოთში და ბათუმი და სარფი ლანჩხუთში. დაუჯერებელია, რასაც აქ ვუყურებ, მოხსნილი ტრაფარეტი ცენტრალურ მაგისტრალზე. რეალობა არის ერთი, დღეს ჩვენ რას ვუყურებთ? როგორ ემსახურება მთელი სახელწმიფო მანქანა ბიძინა ივანიშვილის ახირებებებს და იმის მაგივრად, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციას ხელს უწყობდეს, დღეს ის დაკავებულია კენიიდან მიტაცებული ბაობაბების ტრანსპორტირებით.
ეს არის ცენტრალური მაგისტრალი. აქეთ, გვერდით არის ტრაფარეტი მოჭრილი და მიყუდებული. როგორ შეიძლება ამაზე გაგვეცინოს, მაგრამ დაუჯერებელია ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ. ქუჩის ბოლოს შემდეგ სამუშაოები ხორციელდება, სადაც შუქს უჭრიან მოსახლეობას და კიევ ერთხელ გეტყვით, რომ 5-ზე მეტ სოფელს უკვე ელექტროენერგია არ მიეწოდება. არ ვიცი, რა შეიძლება ამას დავარქვა. ბიძნა ივანიშვილმა ეს უდა გაიგოს და ეს მარაზმი უნდა დავასრულოთ, რომ ეს ქვეყანა თავგასულ რუს ოლიგარქს არ ეკუთვნის, ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართელ ხალხს, რომელსაც ამ მდგომარეობაში აგდებენ. გარე განათება, ფაქტობრივად, არ არის და მთელი გზა, იმის მაგივრად, რომ სპეცმსასახურები დასდევდნენ რუს აგენტებს, სანამ აქამდე მოვედი, მანქანით მომყვებოდნენ სპეცსამსახურების წარმომადგენლები. რა შეიძლება ამას დავარქვა თუ არა თავგასული ოლიგარქის ახირებები. იმას, რასაც დღეს ვუყურებთ, ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, – თქვა სოფო ჯაფარიძემ.