„ძალიან ცუდ ნიშნულზე ვართ. მთელი ის უხამსი ცირკი, რაც დაიდგა პარლამენტში, პრაქტიკულად, მოჰყვა ოჩამჩირის ბაზასთან დაკავშირებულ საკითხებს და ჩაიკარგა,“ – ეს განცხადება „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც ჩიხრაძე ამბობს, ბოლო მოვლენებმა ცხადყო რატომ ჩავარდა ანაკლიის პორტის მიზანი, რომ ეს რუსეთის გეგმის ნაწილი იყო. “ლელოს” წევრის შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ქვეყანა გაჩერებულია და ძლიერ მოკავშირეებთან ინტენსიური კომუნიკაცია აღარ აქვთ.
”ძალიან ცუდ ნიშნულზე ვართ. მთელი ის უხამსი ცირკი, რაც დაიდგა პარლამენტში, პრაქტიკულად, მოჰყვა ოჩამჩირის ბაზასთან დაკავშირებულ საკითხებს და ჩაიკარგა ისიც, რომ პარლამენტმა შეთავაზებული განცხადება ბაზასთან დაკავშირებით არ განიხილა საერთოდ და 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერით იქნა გაგზავნილი პარტნიორებთან.
ანაკლიის თემა, ცხადი ხომ ხდება, რისთვის ჩაიძირა ანაკლიის პორტი, რისთვის მოეწყო მთელი ეს პოლიტიკური ვარხანალია, იგივე, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი არ აშენებულიყო, დღეს მნიშვნელოვან კონდიციაში იქნებოდა და როცა ასე საჭირო გახდა ამდენი საომარი მოქმედებების პირობებში უსაფრთხო გადაზიდვები, შეგვეძლებოდა, რომ დიდი სტრატეგიული სარგებელი მიგვეღო ამ ყველაფრისგან და ეს ყველაფერი საქართველოს იმ მომენტში დაუკარგეს. რუსების პირდაპირი ინტერესი იყო, რომ ეს პორტი აქ არ აშენებულიყო,” – ამბობს ჩიხრაძე.
ჩიხრაძის თქმით, პარტნიორებთან შეხვედრის დროს ყველა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირება შეცვლილია.
შეხვედრა რომ მორჩა, უცებ მე მეკითხება, რა გჭირთ ქართველებს, რა მოხდა საქართველოში, უკრაინას მხარს რატომ არ უჭერთ? ევროპის წინ დგას დილემა, რომ მათი სტრატეგიული ინტერესია, საქართველო იყოს ამ ტალღაში, ხედავენ, რომ ქართველების განწყობა არის პროევროპული, რომ იბრძვიან იმისთვის, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ და ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ განხორციელდეს,“ – ამბობს ჩიხრაძე.