„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული დარტყმები განახორციელეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ზალივის გემთმშენებლობის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე“ – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებულ ყირიმში 4 ნოემბერს, საჰაერო განგაში, შემდეგ კი აფეთქებები იყო. ოკუპანტებმა გადაკეტეს ქერჩის ხიდიც. რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი, აქსიონოვი აცხადებდა, რომ ქერჩის გემთმშენებლობის ქარხნის მიდამოებში რაკეტების ფრაგმენტები ჩამოვარდა და მსხვერპლი არ იყო.
Zaliv ერთ-ერთი უდიდესი გემთმშენებელი საწარმოა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც 2020 წლიდან მიმდინარეობს რუსეთის საზღვაო ძალებისთვის ავიამზიდების მშენებლობა.