ხანძარი დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურში, თხილის პლანტაციას გაუჩნდა.
დიდი ალბათობით, ერთ ერთმა მაცხოვრებელმა, საგაზაფხულო სამუშაოები ნაადრევად დაიწყო და მოგროვილ ნარჩენებსაც ცეცხლი გაუკიდა, რაც შემდეგ მთლიან პლანტაციაზე ისე ძლიერად გავრცელდა, რომ საფრთხე ახლო მახლო მაცხოვრებლებსაც შეექმნათ.
ადგილობრივებმა შველა ოზურგეთის სახანძრო სამსახურს სთხოვეს:
“სახანძრო 50 წუთის დაგვიანებით, მოვიდა, კაი მაინც გაწვიმდა და ხანძარი მინავლდა თორემ გადავიბუგებოდით მთლიანად” -უთხრეს “გურიის მოამბეს” სახანძრო ეკიპაჟების დაგვიანებით “გამწყრალმა” გურულებმა,
” კაი და სახლ კარი იწვის, აია საქმე” არ ცხრებოდნენ ადგილობრივები.