უკრაინა და დანარჩენი მსოფლიო ამ წუთებში – ახალი ამბები

ჩეხეთის პრეზიდენტმა პაველმა ბრძანა, რომ მომავალ წელს უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთ უკრაინას შორის

მისი აზრით დრო რუსეთზე მუშაობს, ერთის მხრივ რუსეთი ცდილობს მოვლენების გაჭიანურებას და ელოდება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მეორეს მხრივ მას აქვს ცოცხალი ძალის მობილიზაციის დიდი პოტენციალი

თუმცა იქვე პაველი ხაზს უსვამს რომ დასავლეთმა უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა

 

რამშტეინის ფორმატში მორიგი შეხვედრა მიმდინარე თვის ნოემბრის ბოლოს გაიმართება

 

უკრაინის თავდაცვით ძალებს სულ უფრო და უფრო მეტი ტექნიკა გადაყავთ დნეპრის მარცხენა მხარეს და ქმნიან და აფართოებენ მდინარის გადალახვის შემდეგ პლაცდარმს

 

ასევე წინსვლა აქვს უკრაინელებს ტოკმაკის მიმართულებით, მათ წაიწიეს წინ ვერბოვესა და ნოვოპროკოპიევკას რაიონებში-ეს სუროვიკინის მესამე ხაზია

 

გერმანია უკრაინისათვის გადასაცემად „პატრიოტის“ ახალ კომპლექსს ამზადებს

 

კანადის ხელისუფლებამ რუსული მედია სანქცირებულთა სიაში შეიყვანა – მათ შორის „იზვესტია“, „პარლამენტსკაია გაზეტა“ და ტვ „რენ ტვ“.

 

ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, კიევში ვიზიტისას თქვა, რომ ლიტვა უკრაინას კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარება და ამ მიზნით ქვეყანაში თავის კვალიფიციურ კადრებს გამოუშვებს

 

ამასობაში მსოფლიო სავალუტო ფონდში უკრაინის დახმარება 16 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდეს, მანამდე კი გაავრცელეს პროგნოზი, რომ წლის ბოლომდე უკრაინის ეკონომიკა 4,5 პროცენტით გაიზრდება

 

გერმანიის მსხვილი ოპოზიციური პარტია „ხდს“ ბუნდესტაგში შეიტანს კანონპროექტს, რომ აიძულოს გერმანიის კანცლერი შოლცი, უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდოს შორსმსროლელი არტილერია, მათ შორის „ტაურუსი“

 

ამ დღეებში დიდი ბრიტანეთიდან უკრაინასი გაწვრთნილი უკრაინელი სამხედროების მორიგი ჯგუფი დაბრუნდება-შეგახსენებთ რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე, დღეისათვის, 30 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა და სამშობლოში გამოაგზავნა

 

უკრაინელმა პილოტებმა დაასრულეს თეორიული კურსი და უკვე F-16 ჰაერში მართვას შეუდგნენ

 

კანადის პარლამენტი იღებს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინას სამხედრო დახმარების სახით, ნახევარ მილიარდ კანადურ დოლარს გამოუყოფს

 

უკრაინის ჯარების მთავარსარდალმა, ზალუჟნიმ, განაცხადა, რომ ავდეევკასთან ერთთვიანი ბრძოლებისას რუსებმა 100 ტანკი, 250 ჯავშანმანქანა, 25 საარტოლირიო სისტემა, 7 მოიერიშე თვითმფრინავი და ცოცხალი ძალის სახით 10 000 ჯარისკაცი დაკარგა

 

აქვე გაცნობებთ, რომ ცნობა ავდეევკის რუსების მიერ აღების შესახებ, რუსული ფეიქია და მეტი არაფერი

 

რუსთში, ტამბოვის ოლქში, ტყვია წამლის ქარხანა იწვის=ეს მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა ქარხანას ცეცხლი წაეკიდა

 

ლიტვამ უკრაინას ორი მძლავრი რაკეტაგამშვები დანადგარი გადასცა

 

შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმის შედეგად უკრაინელებმა რუსებს, წყალქვეშა დრონებით, ორი სამხედრო გემი, მოძველებული „აკულა“ და შედარებით ახალი „სერნა“ გაუნადგურეს

აღსანიშნავია, რომ გემების ჩაძირვისას, მასზე დიდძალი სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები-სრული ეკიპაჟი-იმყოფებოდნენ

 

ამასობაში გაერთიანებული ორგანიზაციის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, მოსამართლე აღმოსავლეთ ევროპის ქვოტით, რუმინელი ბოგდანუ აურესკუ = რუმინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი – გახდა, მან არჩევნებში რუსეთის წარმომადგენელი, კირილ გევორქიანი დაამარცხა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share