დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკოს” მიერ განხორციელდა ორდღიანი შეხვედრა-ტრენინგი გარემოსდაცვით თემებზე:
გლობალური დათბობა, ტყეები და ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა და სარგებლიანობა ახალი გამოწვევების ფონზე. ეკოდერეფნის მდგომარეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში-ირმა გორდელაძე.
გარემოს დაცვის უფლებებზე, ჯანაღი გარემოს, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებები, მოქალაქეთა ჩართულობა გარემოს დაცვის საკითხებში ისაუბრა- თამარ ოგანოვამ.
ქარსაფარი ზოლები, მოქმედი კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა: როროგია ქარსაფარ ზოლების სამართლებრივი სტატუსი და მარეგულირებელი ნორმები, მუნიციპალიტეტების როლი ქარსაფარი ზოლების მართვაში
-გრიგოლ მახარაძე.
შეხვედრას ესწრებოდა სამიზნე სოფლების: ლიხაური, ბაილეთი, ნასაკირალის ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ტრენინგმა ჩაირა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
გადამზადებული და ინფორმირებული გარემოსდამცველი აქტივისტები გაავრცელებენ მიღებულ და საჭირო ინფორმაციებს საკუთარ თემებში.
პროექტის “აქტიური ქალები უკეთესი გარემოათვის” მხარდამჭერია-” ქალთა ფონდი საქართველოში.
პროექტს “აქტიური ქალები უკეთესი გარემოსთვის” ახორციელებს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”, ქალთა ფონდი საქართველოში მხაედაჭერით