„ხალხს უნდა მოვუსმინოთ,“ – ამ გზით ხედავენ ხელისუფლების ცვლილებას ანა დოლიძის პარტიაში. პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ წარმომადგენელი, ირაკლი ბუცინაშვილი „რეაქციაში“ ამბობს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ყურადღების მიღმა რჩება, მაგალითად, სკოლებში ბავშვების კვება ერთ-ერთი მთავარი, მოუგვარებელი პრობლემაა.
”არავითარ შემთხვევაში, ხელისუფლების შემოთავაზებულ დღის წესრიგს, რომ კალაძე ან კობახიძე რაღაც ბოდვას შემოთავაზებს საზოგადოებას, მერე მთელი პოლიტიკური ელიტა აყოლილია ამ დღის წესრიგს და იფარება ეს მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ეს არის მთავარი შეცდომა და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სწორი აქცენტები – სწორი აქცენტი არის ის, რომ თამაზ გინტურზე უნდა ვისაუბროთ და ამ ადამიანის ღირსებით ვიცხოვროთ,“ – ამბობს ბუციაშვილი.