დღეს მთავარი თემებია- ოზურგეთი-დღეს გურიანთაში სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 1992 წელს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული, თამაზ მალაზონია ჩამოასვენეს-ის განთიადთან, რუსებმა ჩასაფრების დროს მოკლეს … მაშინ თამაზი 27 წლის იყო
ჩინეთისა და ამერიკის უმაღლესი პირების შეხვედრა ვაშინგტონში და მთავარი ვინ გახდება ბატოს ახალი გენერალური მდივანი – სტოლტენბერგს ვადა ეწურება – პირველად ნატოს ისტორიაში კი კანდიდატი აღმოსავლეთ ევროპიდანაა
ესტონეთის პრემიერმა კალასმა, ამერიკაში ყოფნისას, ჟურნალისტებს დაუდასტურა რომ მის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს ნატოს შემდეგი გენერალური მდივნის პოსტზე
უფრო კონკრეტულად, ნატოს გენმდივნობის კანდიდატები იყვნენ ამერიკელი ქრისტი და ბრიტანელი უოლასი, მაგრამ ბაიდენმა ორთავე კანდიდატურა დაიწუნა, ამერიკელი იმიტომ რომ ამერიკის წარმომადგენელი ტრადიციულად ისედავ არის ნატოს შეიარარებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში და ამერიკას არ სურს ორთავე მაღალი თანამდებობები ამერიკელებს ეჭიროთ, უოლასი იმიტომ რომ ამერიკას არ სურს ორთავე მაღალი თანამდებობა ნატოში ანგლოსაქსებს ეკავოთ
კალასთან ერთად კიდევ ერთი ბალტიისპირელის, გრიბაუსკაიტეს კანდიდატურამაც გაიჟღერა, ჩვენთვის, საქართველოსათვის და ასევე უკრაინისათვის ბალტიისპირელის, ვინც არ უნდა იყოს ის, ამ თანამდებობაზე დანიშვნა მისწრებაა, რადგან მგრძნობელობა და ანტირუსული განწყობები უმნიშვნელოვანესია მაგრამ… არსებობს ერთი მაგრამ…
ძველი ევროპა- ბებერი ევროპა ჯერ კიდევ არ არის მზად -საუბარია საფრანგეთზე, გერმანიაზე და ნიდერლანდებზე-იმისათვის რომ ახალი გენმდივანი აღმოსავლეთ ევროპიდან იყოს
აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი შანსები დღეისათვის-მარკ პიუტეს ნიდერლანდებიდან და დანიის პრემიერ ფრედერიკსენს აქვთ
როგორვ კი დასავლეთში გავარდა ხმები რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და ქვეყნის პირველ სამხედრო პირს ზალუჟნის შორის განხეთქილებაა ილონ მასკმა მაშინვე გადაწყვიტა ამ თემაზე ბენზინი დაასხას და ბრძანა რომ ზელენსკი “მეხორცეა” ხოლო ზალუჟნი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრთხილდება
ამასობაში ოდიოზურ ფიგურად ქცეულმა არესტოვიჩმა უკრაინელებს ველურები უწოდა-არესტოვიჩმა ეს განცხადება უკრაინაში პუშკინის ძეგლების დემონტაჟის დაწყების კონტექსტში გააკეთა
ამერიკა ჩინეთის ურთიერთობები დათბობისკენ წავიდა
ამ ქვეყნის პირველმა პირებმა გადაწყვიტეს რომ დღეიდან ერთმანეთს საჭირბოროტო საკითხებზე სატელეფონო კავშირებს აღადგენენ
ამერიკას ორი საკითხი აღელვებდა – პირველი ეს არი ფიტანოლი-ახალი ნარკოტიკული საშუალება ამერიკაში რომელმაც ზედოზირებით უამრავი ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ეს ნარკოტიკი ჩინეთიდან შემოსული ნედლეულის ხარჯზე მზადდება და ფართო მოხმარებისაა ამერიკაში-მეორე ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი თემა
ჩინეთი კი ტაივანის საკითხითა და ევროკავშირისა და ამერიკის ჩინეთის სანქცირების საკითხის დარეგულირებით იყო დაკავებული
ბაიდენმა დააფიქსირა ურყევი პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით და თქვა რომ გააგრძელებენ მათთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, ასევე ჩინეთს მოუწოდა რომ არ ჩაერიონ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში-ტაივანში
ჩინეთმა კი ამერიკას პირობა მისცა ფიტანოლთან დაკავშირებით მკაცრ ზომებს მიიღებს
ჩეხეთი ამკაცრებს სანქციებს რუსეთის მიმართ და იწყებს გაყინული რუსული აქტივების უკრაინისადმი გადაცემას
ევროკავშირმა მორიგი სანქციების პაკეტი გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ
წარმომადგენელთა პალატამ 87 ხმით 11 წინააღმდეგ ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა
თუმცა მასში არ შედის ისრაელისა და უკრაინისადმი მხარდაჭერა და ის გარკვეულწილად რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დროებითი ზავის შედეგია