„2012 წელს მეგონა, რომ ვიპოვიდი სამართალს… სასამართლოც იმ ხელისუფლების დროსაც მართული იყო სისტემის მიერ და ეს მემკვიდრეობა გადაიბარეს, ხელისუფლების შესანარჩუნებლად “ – ეს განცხადება ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.
ბეგიაშვილმა, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, ამბობს, რომ ის დაპირებები, რის გამოც ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდი მოვიდა, არ შესრულებულა. ბეგიაშვილი ამბობს, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი და ამას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს.
”11 წლისთავზე აღმოჩნდა, კიდევ ახალი რეალობის წინაშე დავდექი – ის მოსამართლე, რომელიც ჩემს სიაში მაშინ იყო ადმინისტრაციული პალატიდან, აღმოჩნდა, რომ ეს მოსამართლე იხილავს ჩემს საქმეს. აღმოჩნდა ისიც, რომ ეს მოსამართლე გამწესებულია უვადოდ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ უვადოდ დააკანონა უსამართლობა, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო არის უსამართლო და ისიც უვადოდ. როცა ჩვენ გვაქვს პრეტენზია ევროპულ ქვეყანაზე, ვიცი თავისუფალი სასამართლოს ფასიც, დემოკრატიული სახელმწიფოს ფასიც, უსამართლო ქვეყანაში გამორიცხულია რაღაც ეკონომიკაზე ლაპარაკი, ადამიანის უფლებაზე ლაპარაკი, ლაპარაკი ინვესტიციების შემოსვლაზე, ეს ნიშნავს, რომ დახურულია ყველა კარი, ჩემს შემთხვევაშიც ასე ჩანს, ნებისმიერი პრეტენზია იგნორირებული იქნება, ასე გამოდის,“ – ამბობს ბეგიაშვილი.