რა შედის ამერიკის ახალ რიგით 51-ე სამხედრო დახმარების პაკეტში?

რა არის მაიდანი-მაიდანი ეს თავისუფლებაა-მაიდანი ეს დამოუკიდებლობაა მოსკოვისაგან!

რა არის დამოიკიდებლობა მოსკოვისაგან? ეს ყველა უკრაინელისათვის ერთდროულად ოცნებაცაა და მიზანიც!

ეს მომავლის გზაა! ეს მთელი ფილოსოფიაა! ეს უკრაინელთა ვექტორიც არის და ამავე დროს შუქურაც!

ეს სიმართლეა სიცრუის ნაცვლად!

დღეს მაიდანის 10 წლისთავია! 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან პრორუსი პრეზიდენტი იანუკოვიჩი გაიქცა და თავი რუსეთს შეაფარა!

დღეს უკრაინაში უამრავი პროდასავლელი ლიდერი ჩავიდა, მოლდოვას პრეზიდენტით, მაია სანდუთი დაწყებული, გერმანიის თავდაცვის მინისტრით, პისტორიუსით დამთავრებული.

სხვათაშორის გერმანია ამერიკის შემდეგ მეორეა მსოფლიოში უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარებების მოცულობით

კიევშია იაპონიის მთავრობის ფართო დელეგაცია-ტოკიოს განცხადებით ეს ქვეყანა უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენად ამ ეტაპზე კიევს 160 მილიონ ევროს გამოუყოფს

ცოტა ადრე კიევში იყო პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი რომელმაც ვაშინგტონში გამართულ ბრიფინფზე საინტერესო განცხადება გააკეთა:

“უკრაინის ომში ყველაფერი დამოკიდებულია გაწეულ სამხედრო დახმარებაზე და ამ დახმარების ინტეგრირებაზე არმიაში,  გაინტერესებთ საუბარი თუ მიდის “ჰაიმარსებზე, ან F 16 ზე?  ან კიდევ რაომეზე? ყველაფერი დამოკიდებული იქნება თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს შესაძლენლობები. მოხდება თუ არა სწორად მისი სინქრონიზირება ბრძოლის ველზე დასახული მიზნისას” თქვა ოსტინმა და დაამატა, რომ უკრაინის არმიას წინ მკაცრი და მომქანცველი ბრძოლები ელის,

მისივე თქმით, უკრაინა ზამთარში განაგრძობს რუსული საოკუპაციო არმიის განდევნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტი აქეთკენ იქნება მიმართული

რა შედის ამერიკის რიგით 51 – ე სამხედრო დახმარების პაკეტში?

ჰაიმარსის ერთი დიდი მობილობის საარტილერიო სარაკეტო კომპლექტი მისი შეიარაღებითა და ჭურვებით

155 და 105 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარების ჭურვები

ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინები

სტინგერის საზენიტო რაკეტები

3 მილიონზე მეტი ტყვია ცეცხლსასროლი იარაღებისათვის

სპეციალური შეიარაღება წინაღობების დაძლევისათვის

ცივი ზამთრისათვის განკუთვნილი სამხედრო ფორმები

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სტრუქტურა F 16 ის უკრაინულ არმიაში ინტეგრირების მიზნით

საქართველოს შემდეგ რუსული ავიაკომპანიები რეგულარულ რეისებს ჩრდილოეთ კორეაში განახორციელებენ

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share