ზალუჟნის ზელენსკის პარტიის წევრებმა შეუტიეს – ჩვენი საერთაშორისო მიმოხილვა

რუსეთში იწვის ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხანა-ეს ქარხანა გასული საუკუნის 30 იან წლებში ამერიკელების დახმარებით ააშენეს ბოლშევიკებმა – ახლა გამოიყენებოდა ტანკების რემონტისათვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრ პავლიუკის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა ფრონტზე 6 ათასი ჯარისკაცი და 672 სანხედრო ტექნიკა დაკარგეს

ზალუჟნის – ზელენსკის “სლუგა ნაროდადან” დეპუტატები უტევენ-ერთ ერთმა ამ პარტიიდან, რადას დეპუტატმა, მარიანა ბეზუგლაიამ, ზალუჟნის გადადგომა მოითხოვა-რასაც უკკრაინაში სოციალური ქსელის აფეთქება მოჰყვა-ექსპერტები ბეზუგლაიას უკან ერმაკის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), ხრიკებს ხედავენ

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით რუსეთმა კალინინგრადის ოლქიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარები უკრაინის ფრონტზე გადაიტანა

ბრიუსელში დაიწყო უკრაინა ნატოს სამმიტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე-მასში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბლინკენიც მონაწილეობს

ჩეხეთმა ყველა თავისი სამხედრო შეიარაღების რეზერვები უკრაინას გადასცა და მარაგები ამოწურა-აქედან გამომდინარე ჩეხეთის ხელისუფლებამ გაამარტივა სალიცენზიო პირობები სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანიებისათვის რომ ქვეყანაში გაძლიერდეს იარაღის წარმოება

შვედეთი და შვეიცარია ხორბლის დერეფნის დახმარების მიზნით დამატებით 12 მილიონ ევროს გამოყოფენ

ამერიკის კონჰრესში განახლდა ქვეყნის ბიუჯეტის მიღებისა და დამტკიცების პროცესი-ცნახოთ შეძლებენ თუ არა დემოკრატები დაარწმუნონ რესპუბლიკელები რომ ამერიკის 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის დახმარება აისახოს

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share