კოალიციური მმართველობის პირობებში შესაძლებელი გახდება სისტემების შეცვლა – სოფო ხორგუანი

“დღეს არსებულ ვითარებაში გვაქვს შესაძლებლობა – კოალიციური მმართველობა შეიქმნას,” – ეს განცხადება კრიზისის მენეჯერმა, უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა “რეაქციაში” გააკეთა.

როგორც ხორგუანი ამბობს, გამოსავალი კოალიციურ მმართველობაშია, რადგან ამით დაზღვევა მოხდება პოლიტიკური კორუფციისგან.

”უმრავლესობა დღეს არიან შემთხვევითი ადამიანები და ძირითადი მოტივი არის ან ფული იშოვონ ან მოპარული ფული გადაარჩინონ. მე რატომ მგონია, რომ დღეს არსებულ ვითარებაში გვაქვს შესაძლებლობა – კოალიციური მმართველობა შეიქმნას, იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის შემთხვევაში… პოლიტიკური კორუფციის პირობებში ხალხის უკმაყოფილება მეტია, უკმაყოფილების პირობებში რომ შეინარჩუნო ძალაუფლება უფრო მეტი შავი ფული შემოდის, ამიტომ პოლიტიკური კორუფცია სულ უფრო მეტად იზრდება და ამ წრეში არიან. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ კოალიციური მმართველობის პირობებში შესაძლებელი გახდება სისტემების შეცვლა – ისეთი სისტემური ცვლილებების განხორციელება, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს პოლიტიკური კორუფციის არსებობას,“ – ამბობს სოფო ხორგუანი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share