მხოლოდ გურიაში გიპასუხებენ შეკითხვაზე შეკითხვით – ”რაფერ ხარ? რაფერ ვიქნები?!” – ზურა შევარდნაძე

მხოლოდ გურიაში გიპასუხებენ შეკითხვაზე შეკითხვით – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი მებაღე, ზურა შევარდნაძე წერს:

”მხოლოდ გურიაში გიპასუხებენ შეკითხვაზე შეკითხვით.

რაფერ ხარ?

რაფერ ვიქნები?!

რაშობი?

რას ვიზამ?!

სა მიხვალ?

სა წავალ?!

მხოლოდ გურული გიპასუხებს ასე.

ასე ორი წლის წინ ტელევიზიაში დამპატიჟეს საბავშვო გადაცემაში. პატარები ეკითხებოდნენ უფროსებს, უფროსები პასუხობდნენ. საგრიმიოროში, რომ მამზადებდნენ პროდიუსერმა გოგონამ მირჩია, ზურაბ, თუ რაიმეს უხერხულს ან ისეთს გკითხავს ბავშვი რაზეც პასუხი არ გექნებათ, კითხვა შეუბრუნეთ და ჰკითხეთ შენ როგორ ფიქრობ? ასე აირიდებთ უხერხულობას.

ვიფიქრე გააფრინა ამ ქალმა, 5 წლის ბავშმა ნეტა რა უნდა მკიხოს ისეთი რომ პასუხი ვერ ვიპოვნო მეთქი.

შევედი სტუდიაში, ძალიან საყვარელმა, ჩაბუთქუნებულმა ბიჭმა დამისვა პირველი შეკითხვა, ჯერ გავწითლდი, დავფიქრდი და რომ მივხვდი პასუხს ძალიან ვაგვიანებ ვკითხე, შენ როგორ ფიქრობ?

ხუთჯერ მაინც მომიხდა ნახევარ საათში გამომეყენებია გურული ხერხი – წერს ზურა შევარდნაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share