ბაიდენი – “რესპუბლიკელებზე”-ისტორია მკაცრად გაასამართლებს ყველას ვინც ზურგი შეაქცია თავისუფლებას

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბოლო პერიოდში უკვე მეორედ მიმართა ერს, თქვა რომ რესპუბლიკელებთან -უკრაინის, ტაივანისა და ისრაელია 110 მილიარდიან სამხედრო დახმარებაზე თანხმობის სანაცვლოდ – საზღვრის საკითხზე მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდნენ-თუმცა რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არაა

ექსპერტები აცხადებენ. რომ რესპუბლიკელებმა უკრაინის საკითხი მძევლად აიყვანა საკუთარი ელექტორალური  მიზნებისათვის

პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების რიგით 52 ე პაკეტი გამოაცხადა 175 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტები

დამატებითი ჭურვები ჰაიმარსებისათვის

რადიოლოკაციის საწინააღმდეგო რაკეტები

საარტილერიო ჭურვები 155 და 105 მილიმეტრიანი ჰაუბიცებისათვის

ოპტიკური მართვის რაკეტები

და ჯაველინების პარტია

ამერიკამ და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას სამხედრო იარაღის, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგოს, ერთობლივი წარმოების შესახებ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა უკრაინის ზამთრის დახმარების პაკეტში 37 მილიონი ევროს გამოყოფა გვამცნო

იაპონიის მთავრობს 4,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს უკრაინას მსოფლიო ბანკის მეშვეობით

შვედეთმა საკუთარ სამხედრო ბაზებზე ამერიკელების წვდომა ოფიციალურად დაუშვა

იტალიამ ჩინური პროექტი “ერთი სარტყელი -ერთი გზა” ოფიციალურად დატოვა-იტალია ერთადერთი ქვეყანა იყო დიდი შვიდეულიდან რომელიც ამ პროექტში იყო

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სამხედრო მანქანასთან კავშირში მყოფი 50 მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

კანადამ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბრილიანტისა და საიუველირო პროდუქციის ექსპორტი აკრძალა

დიდმა შვიდეულმა სამქციები რუსულ ალმასზე დააწესა

დემოკრატების წინადადებებზე პასუხად რესპუბლიკელებმა შემხვედრი წინადადებები შეიმუშავეს=მათი მოთხოვნაა საზღვრებზე კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება

დემოკრატებიდან მთავარი მომლაპარაკებელი სენატში კრისტ მერფია – კონექტიკუტის შტატიდან, ხოლო რესპუბლიკელებიდან ჯეიმს ლანკფორდი ოკლაჰომადან

ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს რესპუბლიკელების მიერ სენატში უკრაინის საკითხის ჩაგდებაზე თქვა, რომ ისტორია მკაცრად გაასამართლებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ზურგი შეაქცია თავისუფლებას

აქვე ბაიდენმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინის დახმარებაზე თანხმობის სანაცვლოდ მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს

ამერიკაში რესპუბლიკელების მიერ შექმნილი ბარიერების გამო გააქტიურდა ევროპა-კონკრეტულად დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია სათავეში ჩაუდგებიან უკრაინის დახმარების კოალიციას და კონკრეტულ გეგმებზე ორთავე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ორშაბათს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკებენ

ვიცით რომ ამერიკაში პრობლემები რესპუბლიკელებმა შექმნა, ევროკავშირში უნგრეთმა, ამიტომ წინა პლანზე წამოვიდა ევროპის ის ქვეყნები რომლებიც ვროკავშირში არ არიან

ფრონტის ხაზი

კუპიანსკში წარმატებული კონტრშეტევა ჰქონდა უკრაინელებს

ავდეევკაში გრძელდება რუსთა უშედეგო და უაზრო შეტევები დიდი დანაკარგების ხარჯზე

იგივე სიტუაციაა-ავდეევკას მსგავსი -ბახმუტთან

ტოკმაკის მიმართულებაზე ლოკალური ბრძოლებია

დნეპრის მარცხენა სანაპირო-უკრაინამ მცირე წარმატებას მიაღწია დასახლება კრინკისთან-სანაპიროს ახალ აღებულ პლაცდარმებზე უფრო თვადაჯერებულობაა

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share