არ ღირს ცხოვრება იმად, განკითხვასა და სიძულვილში დაახურდავო.
იცხოვრე სიხარულისთვის, ბედნიერებისთვის.
წამი არ დაუთმო ნეგატივს, აგრესიას, წყენას, შურისძიებას.
გონების და გულის სისუფთავისთვის ყველაზე მეტად ხელის შემშლელია სულ დაძანულობა და არაფრის მომცემი კამათი. განერიდე უაზრო ჯიბრს, დაპირისპირებას. განმარტოვდი და ჩაუღრმავდი საკუთარ თავს. ის იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე გეჩვენება.
მადლიერი იყავი ყოველი წამით და ფიქრშიც კი სიკეთე ჩამოარიგე ყველასთვის.
ეს შეგრძნება გაგათბობს, ეს ემოცია გაგაბედნიერებს. ვინც ნამდვილია, ვერ ჩამოგშორდება. ვისაც შენთან სიყალბე აკავშირებს, ის გულწრფელობას ვერ გაუძლებს და თავისით წავა…
ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. ნებისმიერი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებს.
ყველაზე საბრალო ის არის, ვინც ბოღმით და მრისხანებით არის დამძიმებული.
ასეთთან კონტაქტიც კი დანაშაულია…
ეძებე შენი დანიშნულება ამ სამყაროში და აუცილებლად იპოვნი!..
მამა პეტრე