მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს ეკონომიკა გვაქვს გაჩერებული – მაკალათია

„ევროპის პენსიონერებს რომ შევნატრით, პენსიაზე რომ გადიან, უხარიათ პენსიაზე გასვლა, გადიან და მოგზაურობას იწყებენ, იმიტომ, რომ მათ აქვთ დანაზოგები,“ – ეს განცხადება ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ გააკეთა.

მაკალათია საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას აქვს, მათ შორის დაბალ შემოსავალსა და პენსიაზე.

”რეალურად შემოსავლები უნდა გაიზარდოს ქვეყანაში და მოსახლეობა გამდიდრდეს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს ეკონომიკა გვაქვს გაჩერებული. ეკონომიკური აქტივების 70-80 პროცენტი არის სახელმწიფო საკუთრებაში, მთავრობის ბალანსზე…
ეს აქტივები არის დღეს გათიშული, ჩართული უნდა იყოს ეკონომიკაში, ეს აქტივები უნდა იყოს ბიზნესში, ასაქმებდეს ადამიანებს და შემოჰქონდეს შემოსავალი. დღეს მთავარი პრობლემა ის კი არ უნდა იყოს, რომ პენსიები გავზარდოთ, მთავარი პრობლემა უნდა იყოს ის, რომ შემოსავლები გაეზარდოთ ახალგაზრდობაშივე, რომ შეძლონ დანაზოგის გაკეთება, პენსიაში გასვლის არ უნდა ეშინოდეს,“ – ამბობს მაკალათია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share