ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ – ვილოცოთ პუტინისთვის – კირილი

რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობს, რომ რუსები ახლა “დალოცვილ დროში ცხოვრობენ”.

ქადაგებისას, კირილმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთ-ერთია იმ 5 ქვეყნიდან, “რომელიც რეალურად თავისუფალია”.

“ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ნამდვილად თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ასეთი სულ 5 ქვეყანა დავთვალე, შეიძლება ოდნავ მეტი. ჩვენ რეალურად თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ღმერთს ამ ყველაფრისთვის უნდა ვუმადლოდეთ, უნდა ვილოცეთ ჩვენი სამშობლოსთვის, ვილოცეთ ჩვენი მთავარსარდლისთვის, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინისთვის – მართლმადიდებელი ადამიანისთვის, რომელიც მკაფიოდ იაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც მას ზემოდან [ღმერთმა] დააკისრა ჩვენი სამშობლოსთვის”, – თქვა კირილმა.

მისივე თქმით, რუსები ასევე უნდა ლოცულობდნენ მათი სამხედროებისთვის, რომლებიც უკრაინაში საომრად არიან წასულები. კირილის აზრით, რუსები უკრაინაში იმისთვის იბრძვიან, რომ “რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირება არ იყოს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share