ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი მცირეწლოვანი დაკბინა. 5 და 2,7 წლის ძმებს თავს ქუჩის ძაღლი დაესხა. განსაკუთრებით მძიმეა, უმცროსი ძმის მდგომარეობა, რომელიც რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს, რომელიც შესაბამისი უწყებისაგან პასუხს ითხოვს:
”ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს,როცა დედას თვალწინ 2 ანგელოზ შვილს ძაღლი დაუჭამს, საკუთარი სახლის ჭიშკართან,საკუთარ ეზოში???
ვინაა პასუხისმგებელი,ვინ??? რა ჯანდაბა გვჭირს, ადამიანზე მეტი უპირატესობა როგორ მივანიჭეთ ცხოველებს, როგორ შეიძლება ასე არად ფასობდეს ჩვენი სიცოცხლე??? მითხარით ახლა რომელიმე ცხოველთა დამცველმა არასამთავრობომ,რომ შვილს გირჩევნიათ მაწანწალა ძაღლის სიცოცხლე!!!
ამ ანგელოზს რომ ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემა შეექმნას(ღმერთმა დაიფაროს), არ ვიცით, რა მოხდება, არ ვიცით,რას მოვიმოქმედებთ!!!
გაგვანადგურა ამ ამბავმა და ვინმემ ყურად იღეთ ეს უბედურება!!!
უფალო,დაიფარე პატარა ლაზარეს სიცოცხლე!!!” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.