“თავისუფლება მიშას” – ამ წუთებში კლინიკა “ვივა-მედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს თანაპარტიელები და მხარდამჭერები დაბადების დღეს ულოცავენ. მათ “ვივა მედთან” სიმბოლურად 56 ვარდი მიიტანეს.
კლინიკასთან შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს 56 წლის გახდა.