ლაითურის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლაითურის ტერიტორიულ ერთეულში, თანაშემწემ, ამირან მესხიძემ, დაკავებული თანამდებობა ამ დღეებში დატოვა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს: ლაითურიდან აცნობეს.

ამირან მესხიძე მედიასთან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს და ჩვენს სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს, თუმცა როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მისი პროტესტის მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობა გახდა:

“ძალიან ბევრ რამეს გვპირდებოიდნენ ძმები თალაკვაძეები წინასაარჩევნო პერიოდში ხმის მიცემის სანაცვლოდ, თუმცა დაპირებების 90% არ შესრულებულა, ამ კაცსაც მობეზრდა ტყუილები -თქვა რომ ხალხს თავს არ შეაძულებდა და გადადგა” – გვეუბნებიან ლათურელები.

ამირან მესხიძე უკვე მეხუთე თანამდებობის პირია, რომელმაც დაკავებული პოსტი პროტესტის ნიშნად ბოლო თვეებში დატოვა.

ოზურგეთის მერიაში რედაქციასთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share