მითვისებული “აბრეშუმის ფაბრიკა” და გადაგდებული 654 აქციონერი

ამბავი იმისა, თუ სხვადასხვა მაქინაციებით, როგორ ჩაიგდო ოზურგეთის მერობის დროს, “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბეგლარ სიორიძემ ხელში, მილიონობით ქონება, ისე რომ, მისი ასეულობით აქციონერი საქმის კურსშიც კი არ ჩააყენა

 

სააქციო საზოგადოება ,,ოზურგეთის აბრეშუმის ძაფსახვევ-საგრეხი ფაბრიკა 1995 დაფუძნდა.  სააქციო საზოგადოების აციონერები ძირითადად გახლდნენ ამავე ფაბრიკის მუშა/მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც აქციები გადაeცათ ნაწილობრივ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სახით. ნაწილობრივ კი შეძენილ იქნა თანხის გადახდით. სულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით სააქციო საზოგადოებას ჰყვდა 654 აქციონერი.

სააქციო საზიოგადოების ძირითად აქტივს წარმოდგენდა აბრეშუმის ფაბრიკის შენობა და მიწის ნაკვეთი ფართით დაახლოებით 30700 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ოზურგეთში, გურამიშვილის ქუჩაზე. აქედან შემდეგში გამოყოფილი იქნა 8065 კვ/მ მიწის ფართობი და 6 შენობა ნაგებობა. დანარჩენი კი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა. ხსენებული ქონება საკადასტრო კოდით 26.26.04.005 2008 წლიდან დაზუსტებული მონცემებით ჰქონდა რეგისტრირებული საკუთრებაში სააქციო საზოგადოებას. ასევე ამონაწერის მიხედვით 2006 წლიდან საქციო საზოგადოებას ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 29755 ლარის ოდენობით, აქედან ძირითადი 11067 ლარი, ხოლო საურავი 19045 ლარი.

ხსენებული 11067 ლარის დავალიანების გამო ქონება, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონი ღირდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო დეპარტამენტი ფოთის საგადასახადო ინსპექციას ჰქონდა დაყადაღებული. სწორედ ამ ვალის გამო სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით, ფაბრიკის უძრავი ქონება ნატურით გადაეცა 2012 წელს და დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებაში.

სავარაუდოდ ეს ყველაფერი მოხდა ფაბრიკის აქციონერების ინტერესების გვერდის ავლით სააქციო საზოგადოების ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. ანუ ქონება გადავიდოდა სახელმწიფო საკუთრებაში, შემდეგში სახელმწიფო საკუთრებას დაემართებოდა ის რაც ზოგადად ხდება და საბოლაო ჯამში ხალხის ქონება აღმოჩნდება კანონმდებლობის სრული დაცვით მაღალჩინოსნის ან და მისი ახალო ნათესავის ხელში.

ჩვენი გამოძიებიდან იქრკვევა რომ აბრეშუმის ფაბრიკის მისაკუთრების პროცესში, მის არცერთ ცვლილებაზე, აქციონირები ინფორმირებულნი არ იყვნენ.

ზემოხსენებულს ადასტურებს ის, რომ 2017 წლის 30 იანვარს ქონება გასაყიდად გამოიტანა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა და მისი საწყისი ფასი გახლდათ 275012 ლარი, ქონება ამ ფასად არ გაიყიდა და ხელახლა გამოვიდა აუციონზე 2017 წლის 3 ივლისს და გაიყიდა 151256 ლარად. მისი შემძენი გახლავთ ზურაბ გობრონიძე. ყიდვისთანავე ზურაბ გობრონიძის მიერ შეძენილ ქონებას სააღსრულებო ბიუროს მიერ დაედო ყადაღა. გობრონიძემ 20/02/2018 წელს გამოყო ამ ფართიდან 587 კვ/მ მიწის ფართი და მიყიდა შპს ,,ლაითური-ჩაის საექსპორტო კომპანია,,-ს.

ამ დროისათვის აბრეშუმის ფაბრიკის ყოფილი ეზოდან 2 ჰექტარი მიწა ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია ხოლო დანარჩენი ზურაბ გობრონიძის და ლაითურის ექსპერიმენტალური ფაბრიკის.

დღეისათვის გაურკვეველია იცოდა თუ არა აქციონერებმა რომ მათი ქონება ჩამორთმეულია სახელმწიფოს მიერ, ან იციან თუ არა რომ ეს ქონება აუქციონის წესით უკვე გაყიდულია.

 

უძრავი ქონება ს/კ 26.26.04.005 ფართით 8065 კვ/მ ექვსი შენობა ნაგებობით ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნეტოს 08/11/2016 წლის #N1/1-3680 ბრძანებით.

 

ქონება გაიყიდა აუქციონზე 01.08.2017 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ აუქციონზე. ქონება შეიძინა ურაბ გობრონიძემ და დარეგისტრირდა მის საკუთრებაში

  • აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი 17 , დამოწმების თარიღი:01/08/2017 , ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
  • ნასყიდობის ხელშეკრულება(ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო
  • აუქციონის ფორმით პრივატიზების საფუძველზე) , დამოწმების თარიღი:04/08/2017 , ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
  • საკუთრების უფლების მოწმობა N21 , დამოწმების თარიღი:14/08/2017 , ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

 

ქონება ამ დროისათვის დაყოფილია:

  1. ბააკა ბაბუნაშვილი უძრავი ქონება ს/კ 26.56.310 მიწის ფართი 812 კვ/მ, აბრეშუმის ფაბრიკის ადმინისტრაციული შენობის ძირითადი (სამხრეთით) ნაწილი, ქონება თავდაპირველად ზურაბ გობრონიძემ 02/10/2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულელბით მიყიდა თამარ ხაბეიშვილს პ/ნ 01024015959, ხოლო ხაბეიშვილმა 09/01/2020 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიყიდა ბააკა ბაბუნაშვილს პ/ნ 01024064915;

 

თამარ ხაბეიშვილი არის ოზურგეთის ყოფილი მერის ბეგლარ სიორიძის შვილის ნიკა სიორიძის ბიზნესპარტნიორი, იგი ფლობს 20% წილს შპს ლაითურის ჩაის საექსპორტო კომპანიაში, სადაც ნიკა სიორიძე არის 40% წილის მესაკუთრე. ამავე კომპანიის მეწილია ბააკა ბაბუნაიშვილი 30% წილით; კომპანია დაფუძნებულია 2014 წელს ს/ნ 405068974;

 

იგივე ბაბუნაშვილი არის შპს ნიუ ლაინი New line  -ის (ს/ნ405023184)  დამფუძნებელი 50%-იანი წილით სადაც ასევე ბეგლარ სიორიძის შვილი ნიკა სიორიძე ფლობს 50% წილს

 

  1. ბააკა ბაბუნაშვილი უძრავი ქონება ს/კ 26.26.56.311 802 კვ/მ ფაბრიკის ეზოში არსებული შენობით; ქონება თამარ ხაბეიშვილმა შეიძინა გობრონიძისაგან 02/10/2018 ნასყიდობის ხელშკეულებით შემდეგში კი 10/01/2020 ნასყიდობის ხელშეკრულებით მიყიდა ბააკა ბაბუნაშვილს.

 

  1. შპს ლაითურის ჩაის საექსპორტო კომპანია 26.56.279 მიწის ფართი 587 კვ/მ, ერთი შენობა ნაგებობით, შეიძნა გობრონიძისაგან 20/02/2018 წლის ხელშეკრულებით.

 

 

  1. ალექსანდრე მიმინოშვილი პ/ნ 01003004348 უძრავი ქონება ს/კ 26.56.309 მიწის ფართი 3673 კვ/მ ორი ნაგებობა, ადმნისტრაციული შენობის ჩრდილოეთი ნაწილი. შეიძინა 26/10/2018 წელს.

 

მიმინოშვილს შეძენილი აქვს ხათუნა სიორიძისაგან უძღავი ქონება ს/კ 26.01.59.198 ფართით  23064 კვ/მ (ოზურგეთი, ნატანები შეკვეთილში) 18/01/2019 წლის ხელშკრულებით;

 

  1. ზურაბ გობრონიძე 33001020051 უძრავი ქონება ს/კ 26.56.306 ფართი 2191 კვ/მ შენობა მაგებობა მდებარე ჩრდილოეთით.

 

დღეის მდგომარეობით

 

  1. უძრავი ქონება ს/კ 26.56.309 – 2 შენობა ნაგებობა მიწის ფართობი 3673 კვ/მ – მესაკუთრე ლელა თოიძე

 

  1. უძრავი ქონება ს/კ 26.56.310 – 1 შენობა მიწის ფართი 812 კვ/ვ – ბააკა ბაბუნაშვილი
  2. უძრავი ქონება ს/კ 26.56.311 – 1 შენობა მიწის ფართი 802 – ოზურგეთი პლაზა

 

  1. 26.26.56.306 – 1 შენობა მიწის ფართი 2191 კვ/ვ – ზურაბ გობრონიძე
  2. 26.26.56.279 – შენობა N1 საერთო ფართი 497.29 კვ.მ ( I სართული 388.53 კვ.მ; II სართული 108.76 კვ.მ) – “გრინგოლდი” ნომერი:437374967 (გრინგოლდის მესაკუთრე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ლაითური-ჩაის საექსპორტო კომპანია, 405068974)

აბრეშუმის ფაბრიკა საბჭოთა პერიოდის პირველი საწარმო იყო ოზურგეთში. მისი შენობა მიეკუთვნება იტალიურ არქიტექტურას. ფაბრიკამ ფუნქციონირება 1926 წელს დაიწყო

მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში ოზურგეთში აშენდა არაერთი მსხვილი საწარმო – ასკანგელის გადამამუშავებელი ქარხანა (1952-1959), ჩაის N2 ფაბრიკა და ყველ-კარაქის ქარხანა, მოგვიანებით ასევე ლუდის, ხილის საკონსერვო (1970) და რკინა-ბეტონის ქარხნები (1971). 1979 წელს ქალაქის მოსახლეობამ 22 ათასს გადააჭარბა. 1978-80 წლებში ქალაქში
აშენდა მაღლივი საცხოვრებელი კორპუსები. 1980 წლის 27 ნოემბერს დაიწყო სატროლეიბუსო მიმოსვლა. 1989 წლის 15 მაისს ქალაქსა და რაიონს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება. 2014-2017 წლებში ქალაქს მუნიციპალიტეტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

ოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. ქალაქი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გაშლილია 7 კილომეტრზე. ოზურგეთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,6 °C, იანვრის — 4,8 °C, ივლისის — 22,3 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -19 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 41 °C. ნალექების წლიური ოდენობაა 2110 მმ. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიედინება (ბაზრისწყალი, აგიდაყვა, სკურჩა, შხვარაშხურა). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები მოიდანახე და სერი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ექადიის გორაკი. ქალაქი სამი ტერასიდან შედგება, ქვედა ტერასაზე ძირითადად სავაჭრო დაწესებულებებია, აქ არის ბაზარი, ისტორიული საპარასკევო, სადაც პარასკეობით ბაზრობები იმართებოდა. შუა ტერასაზე კონცენტრირებულია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, თეატრი, გალერეა, მუზეუმი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების შენობები. ზედა ტერასაზე, ძირითადად, საცხოვრებელი უბნებია (ზვანი, მოიდანახე, სერი). ქალაქი რამდენიმე უბნად იყოფა: ცენტრის უბანი, ბასრა, ზვანი, ექადია, ანასეული, ლაშეგაკირული, მოიდანახე, სერი. ოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში. ის პირველად ნახსენებია ახალი ქართლის ცხოვრებაში XVI საუკუნეში 1578 წლის მოვლენების აღწერისას. გვიან შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის ცენტრად, მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქად და მთავრობის რეზიდენციად იქცა. ოზურგეთში ვაჭრობის განვითარებას ქალაქის მდებარეობამ შეუწყო ხელი. ქალაქში აღმოჩენილი იყო მონეტების განძი, ვერცხლის 270 მონეტა, რომელიც ოზურგეთის განძის სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდის ოზურგეთი აღწერილი აქვთ იტალიელ მისიონერებს დონ კრისტოფორო დე კასტელს, ანტონიო ჯარდინას, კლიმენტო გალიანოს, რომლებიც 1634-1640 წლებში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ გურიაში და ცხოვრობდნენ ოზურგეთში. მათ ოზურგეთში ჰქონდათ სკოლა და
ეკლესია. უკვე XVII საუკუნეში დასტურდება ქალაქში ციხე-სიმაგრის არსებობა. 1831 წელს ოზურგეთში გაიხსნა საბაჟო. 1842 წელს ოზურგეთში 156 სახლი იდგა. ქალაქად გამოცხადდა 1846 წლის 14 დეკემბერს. 1847 წლის კავკასიის კალენდარში ოზურგეთი უკვე ქალაქად მოიხსენიება. სამაზრო ცენტრის სტატუსმა და სამხედრო დასახლებამ გაზარდა მისი მნიშვნელობა. მოეწყო სამხედრო ჰოსპიტალი. 1857 წელს ოზურგეთი, როგორც სტრატეგიული პუნქტი, მოიხსენია კარლ მარქსმა თავის სტატიაში „მდგომარეობა რუსეთთურქეთის ომში მოქმედებათა ასპარეზზე“.1860 წელს აშენდა საკათედრო სობორო. 1870-იან წლებში ქალაქის ერთ-ერთი უბანი ეჭირათ ლაზებს, რომლებიც ვაჭრობას მისდევდნენ. 1874 წლისთვის ქალაქის ცენტრში იდგა ორი მართლმადიდებელი ეკლესია ხის გუმბათებით — ერთი ქართული, წმინდა მარინეს სახელობისა, ერთი რუსული. 1882 წლის ივლისში ქალაქს ეწვია კავკასიის ახლადდანიშნული მთავარსარდალი
ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი. 1889 წელს ოზურგეთში სტამბის გახსნის ნებართვა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის შუამდგომლობით გასცა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა. 1891 წელს დაარსდა პირველი ლეგალური სტამბა ოზურგეთში. ეს იყო საქართველოში რიგით მეოთხე ქალაქი, სადაც სტამბა გაჩნდა. 1896 წელს შემოღებული იქნა ქალაქის
თვითმმართველობა. 1896 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 4710 ადამიანს. 1911 წელს მოსახლეობის რაოდენობა 7341 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 1917 წლისთვის — 5174 ადამიანს.
პირველი სამაზრო სასწავლებელი ქალაქში გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. 1874 წლის პირველ ივლისს სამაზრო სასწავლებელი საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი სწავლა-განათლებისადმი. სასწავლებლის მოსწავლეები სხვადასხვა დროს იყვნენ სიმონ გუგუნავა, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი. 1917-1928 წლებში საქალაქო სასწავლებელი განთავსებული იყო დიმიტრი გურიელის სასახლეში. ერთი ნაწილი გადავიდა სასულიერო სასწავლებელში სერზე, ხოლო მეორე ნაწილი თავად გიორგი ნაკაშიძის სახლში. დღეს ფუნქციონირებს, როგორც N2 საჯარო სკოლა. XIX საუკუნეში ქალაქის ცენტრში არსებულ ბაღში მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გაშენდა იზაბელას საცდელი ნერგები. იმავე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის დღესასწაულის „ალეგროს“ აღნიშვნა, რომელიც ტრადიციად იქცა და 1941 წლამდე აღინიშნებოდა. 1914 წელს გაიხსნა თეატრი 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა.

იმავე თემაზე

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო აუქციონი ჩაატარა 1აგვისტოს  10-მდე მიწის ნაკვეთისა და უძრავ ქონებაზე. მათ შორის იყო გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, ე.წ. “აბრეშუმის ფაბრიკა“, უძრავი ქონება _ 8  0 65 კვადრატული მიწის ნაკვეთით.

ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე 8 065 კვ.მ. უძრავ ქონებაზე და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებზე  აუქციონი თავდაპირველად გამოცხადდა 2017 წლის 28 თებერვალს და აღნიშნული ქონების საწყისი ფასი გახლდათ 275  012 ლარი, თუმცა, პრესსამსახურის ინფორმაციით,  ხსენებული აუქციონი მონაწილეთა არ არსებობის გამო ჩაიშალა.  აღნიშნულ ქონებაზე განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა 2017 წლის 1 აგვისტოს. ამჯერად უძრავი ქონების საწყისი ფასი გახლდათ  137  506 ლარი,  მონაწილეობა მიიღო ერთმა პირმა ზურაბ გობრონიძემ, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა 151 256 ლარად და 60 თეთრად.

ვინ არის ზურაბ გობრონიძე?  _ ქალაქ ოზურგეთის  მერიამ 2015 წლის 15 სექტემბერს აუქციონი ჩაატარა და 4 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი 35-წლიანი იჯარით გასცა.

აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა – შპს “სოფლის ნობათმა” მიიღო. აუქციონი  ოზურგეთის  მერიაში 14.00 საათზე ჩატარდა.

მერიიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, ქონებით სარგებლობის უფლებით იჯარით გაცემის ქირის საწყისი საფასური 24 516 ლარს შეადგენდა. როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, ბაზრის ტერიტორიის 4 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიცა იჯარის ფორმით 26 968 ლარად,  მოიჯარე კი შპს “სოფლის ნობათის” დამფუძნებელი ზურაბ გობრონიძეა.

ზურაბ გობრონიძე, ასევე, ტელეკომპანია “გურიას“ ყოფილი დირექტორია. “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, იგი ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის ოჯახის ახლობელია.

აღსანიშნავია, რომ გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე “აბრეშუმის ფაბრიკის“ მფლობელი წარმოშობით ოზურგეთელი ბიზნესმენი კოკი ცეცხლაძე იყო, რომელიც აღნიშნული ქონების გასხვისების გამო განაწყენებულია და „გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით პირადი საუბარი და “გარჩევებიც“ ჰქონია აუქციონთან დაკავშირებულ პიროვნებებთან.

კოკი ცეცხლაძე “გურია ნიუსთან“ თავის პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ აუქციონის შესახებ  ის ინფორმაციას არ ფლობდა, რადგან, მისივე განმარტებით, აუქციონი ჩატარდა გასაიდუმლოებულად:

ვერსად ვნახე, სად იყო გამოცხადებული აუქციონი, არც ფოტო იდო. ეს იცოდა მხოლოდ ხუთმა კაცმა, წარმოიდგინეთ, ამხელა შენობას ჰყავს 700 აქციონერი. იქ ხალხი მუშაობდა, რომლებიც ისე დატოვეს, რა ქნას იმ ხალხმა? ახლა ამათი ბედი ახალი მფლობელის ხელშია.  ეს იყო სააქციო საზოგადოების. მე შევიძინე თავდაპირველად 200 000 ლარად, შემდეგ, როგორც ხდებოდა “ნაციონალების“ დროს ფულის შეწერა, ნიკოლაიშვილმა მომთხოვა 40 000 ლარი, საგადასახადო დავალიანება გაქვსო, არ გადავიხადე და ჩამომართვეს. კიდევ უნდა ხელმეორედ მეყიდა ახლა? მილიონიანი ქონება იყო მაშინ. ამათ რა ჩაატარეს, როგორ ჩაატარეს, იქნებ ვინმეს ინვესტორს უნდა ეყიდა? ისე ჩაატარეს აუქციონი, ვერავინ ნახავდა. არ დევს ეს აუქციონები საჯაროდ. აუდიტორული შეფასებაც გამოსაკვლევია“

_ ბატონო კოკი, ქალაქ ოზურგეთის მერიამ აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით თავდაპირველად 28 თებერვალს ჩაატარა აუქციონი, იმის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, არც მაშინ ფლობდით ინფორმაციას? რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა თქვენ?

_ მე ერთხელ შევიძინე ეს ქონება, მერე ჩამომართვეს და კიდევ უნადა მეყიდა იმხელა ფასად?

ბატონო კოკი, გქონდათ თუ არა პირადი საუბრები აღნიშნულთან დაკავშირებით?

_ არა,  ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს, არც ვიცნობ, ვინ არის ახალი მფლობელი და არც საქმე მაქვს მაგასთან.

“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ აუქციონი კანონის სრული და ყველა წესის დაცვით  ჩატარდა:

_ ვინ არის კოკი ცეცხლაძე? არ ვიცნობ ასეთს არავის, რა უნდა? რა გასაიდუმლოებულად ჩატარდა, თქვენ ვერ ნახეთ თუ ჩატარდა გასაიდუმლოებულად?

რაც შეეხება იმას, რომ აქვს თუ არა აუქციონში გამარჯვებულ პირთან ზურაბ გობრონიძესთან ნათესაური კავშირი, ბეგი სიორიძე უარყოფს და ამბობს, რომ ზურაბ გობრონიძე მისი ნათესავი არ არის.

“არ არის ჩემი ნათესავი, არანაირი, როგორც ვიცი, აღნიშნული შენობის გვერდით აქვს ბიზნესი და უნდა გაფართოება“.

ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე,  2017 წლის 1 აგვისტოს ჩატარებულ აუქციონზე,  ნინოშვილის #2-ში მდებარე 664 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება 10 034 ლარი იყო, სადაც მონაწილეობა მიიღო ერთმა პირმა იოსებ ესაძემ, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა 11 037 ლარად და 40 თეთრად.

“გურია ნიუსი”

გია სალუქვაძე: გურიის განვითარების პერსპექტიულ გეგმაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები, დამატებები და კორექტივები შევიტანოთ

გია სალუქვაძე: გურიის განვითარების პერსპექტიულ გეგმაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები, დამატებები და კორექტივები შევიტანოთ გია სალუქვაძე: გურიის განვითარების პერსპექტიულ გეგმაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები, დამატებები და კორექტივები შევიტანოთ ბატონო გია, მოგესალმებით! სამი კვირაა, რაც გურიის გუბერნატორი გახდით. ჩემი აზრით, უკვე შეიძლება შთაბეჭდილებებზე საუბარი: რას ელოდით და რა დაგხვდათ გურიაში? გურია რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველასგან და ყველაფრისგან რატომღაც მიტოვებული აღმოჩნდა, ეს ჩემთვის ცნობილი იყო იმდენად, რამდენადაც წარმოშობით აქაური ვარ, აქ მაქვს ძირი, სახლიც, აქ მყავს ნათესავები და ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავდი, მაგრამ ყოველივე ამას, შეიძლება ითქვას, სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გურია თავის დროზე მაღალგანვითარებული მხარე იყო, რასაც ძირითადად განაპირობებდა მეჩაიეობის დარგი. ჩაის გადამამუშავებელ საწარმოებთან ერთად, აქ წარმატებით მუშაობდა აბრეშუმის ძაფსახ-ვევ-საგრეხი ფაბრიკა, სამთო ქიმიის, საკონსერვო, ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებელი და სხვა ქარხნები, რომელთა უმეტესობა დღეს, სამწუხაროდ, იავარქმნილია. სხვათაშორის, გუშინ დავიწყეთ ამ ობიექტების ფოტოგრაფირება, 100-მდე სურათი გადავიღეთ უკვე. მათი შეძენის შემდეგ კერძო მესაკუთრეებს არანაირი ვალდებულებები არ აქვთ შესრულებული. ახლა ვადგენთ ვისია, რა პირობებით იყო გასხვისებული. ვერც ერთ რეგიონში ვერც ერთი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ვერ განვითარდება, თუ ზუსტად არ გვეცოდინება ვითარება.ამ სამ კვირაში რაც მოვასწარი, დავათვალიერე ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ნაპირსამაგრი მშენებლობები, ასევე დავათვალიერე ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტის სამუშაოები. გრანდიოზული დასაწყისია, თუმცა გასაკეთებელი უამრავია. როგორც იცით, 17 მაისს ჩვენთან, მცირე სამთავრობო ჯგუფის თანხლებით, პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩამობრძან-ებული, საუბარი გვქონდა გურიის განვითარების პერსპექტიულ გეგმაზე, ასევე ჩატარდა თათბირი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან, სადაც დაისვა მყისიერად გადასაწყვეტი უამრავი საკითხი. უნდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრებზე დასახული ყველა დავალება უკვე შესრულების სტადიაშია. გურიაში ადამიანური რესურსი საკმაოდ მაღალკვალიფიციურია და შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა პროექტის განხორციელება. ჩვენი ინიციატივით, ცენტრალური ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ ამ პროექტების ამ გზით განხორციელების საკითხს, რათა შევუმსუბუქოთ სოციალური ყოფა ჩვენს მოსახლეობას. ყველაზე დიდი მტერი და გამოწვევა, რაც აქვს საქართველოს ყველა რეგიონს, ეს უმუშევრობა და სიღატაკეა და უპირველესად ამას უნდა ვებრძოლოთ. საქართველოში რატომღაც ასეა მიღებული: ახალ თანამდებობაზე ახალ თანამდებობის პირს თავისი გუნდი მოჰყავს. ხომ არ აპირებთ ძირეულ საკადრო ცვლილებებს სამხარეო ადმინისტრაციაში?როდესაც დავინიშნე გუბერნატორად, როგორც გუბერნიაში, ისე მუნიციპალიტეტებში უკვე ჩატარებული იყო ტესტირებები და გასაუბრებები. ეს ადამიანები დანიშნულები არიან შესაბამის თანამდებობებზე. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არ გამოვრიცხავ საკადრო საკითხებს გუბერნიის ადმინისტრაციაში. ალბათ, მოგვიწევს გამომშვიდობება იმ სახელმწიფო მოხელეებთან, რომლებიც ვერ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული არიან ატესტაციის შედეგად, მაგრამ ვერ ქმნიან ხელფასის ეკვივალენტურ პროდუქტს. ვეცნობი მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს, საქმიანობას, გადაწყვეტილებები, ალბათ, მოგვიანებით იქნება მიღებული.რაც შეეხება მუნიციპალიტეტების კადრებს, მათზე ჩემი უფლებამოსილება არ ვრცელდება, მუნიციპალიტეტები თვითმმართველი ერთეულებია და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. თუმცა, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ასევე ვეცნობი მათ საქმიანობას და თუ მექნება ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნები, აუცილებლად განვაცხადებ. ბატონო გია, რამდენიმე წუთის წინ თქვენ გურიის განვითარების პერსპექტიული გეგმა ახსენეთ, რომელიც, რამდენადაც ვიცი, თქვენს გუბერნატორად მოსვლამდეც და ხელისუფლების შეცვლამდეც არსებობდა. ხომ არ აპირებთ მასში რაიმე ცვლილებების შეტანას, ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე, თუნდაც კონცეფციის დონეზე? საფუძვლიანად გავეცანი ამ გეგმას, საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია. ჩემი მოსაზრებაა, რომ დროსა და სივრცეში ეს ყველაფერი იცვლება. მაგალითად, პრემიერის სტუმრობის პერიოდში საბოლოოდ გადაწყდა ჩაის, როგორც ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის, წარმოების წინ წამოწევის საკითხი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ძალიან აქტიურად დაიწყო ამ თემაზე მუშაობა, ჩვენც ჩართულები ვართ, ამ ეტაპზე კონცეფციის შემუშავება ხდება. ერთი მასშტაბით უნდა იყოს განხილული როგორც სახელმწიფო, ისე ფერმერთა საკუთრებაში არსებული სავარგულები. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ყველა იმ ინვესტორს, რომელიც დააპირებს ამ მიმართულებით ინვესტიციების ჩადებას. აქ, მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამებიც არის ჩართული. ამ ეტაპზე ხომ არ ჩანს კონკრეტულად ვინმე ინვესტორი? ინვესტორები მოდიან, ინვესტორებს სურთ, მაგრამ მე აქ სხვა პრობლემას ვხედავ: არ არის აღწერილი და აღრიცხული ფართობები, არ არის ჩატარებული არანაირი ინვენტარიზაცია. ეს მიწის ნაკვეთები დღემდე დაურეგისტრირებელი აქვთ თვითონ ფერმერებსაც, ზოგიერთი მიწის ფართობი გაყიდული არის კერძო მესაკუთრეებზე ისე, რომ არ გაითვალისწინეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა მეურნეობებში. დაიჩაგრა მოსახლეობა. ამის გამო არის დავა და ნაკვეთებში შეჭრის ფაქტები. ყოველივე ამას ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოვაგვარებთ.
როცა ინვესტორი მოდის, ჩვენ მას მზა პაკეტი უნდა დავახვედროთ, ამ საქმეში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ანასეულის ლაბორატორია. ინვესტორს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ნიადაგის შედგენილობაზეც, ვინაიდან კულტურა, რომელზეც მან უნდა განავითაროს თავისი ინვესტიცია, მოითხოვს ამას. ნიადაგის ცოდნას, მის დღევანდელ მდგომარეობას. არც ამ მხრივ არის სახარბიელო მდგომარეობა. ჩვენი ინფორმაციით, გურიაში არც ერთწლიანი კულტურების ნიადაგებია უკეთეს დღეში.
_ დიახ, სავალალო მდგომარეობაა, მაქვს უკვე დასკვნა ლანჩხუთში, აბაშის მიმდებარე ტერიტორიების მიწებზე, იქ თიხნარია 30 სმ სიღრმეზე. იმის გამო, რომ საირიგაციო სისტემები არ მუშაობდა, ფაქტობრივად დაჭაობებაა დაწყებული და მის აღდგენას, სავარგულად ქცევას საკმაოდ დიდი ინვესტიციები სჭირდება. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული საირიგაციო ღონისძიებებით ეს პრობლემა ნელ-ნელა წყდება და დიდი შანსი გვაქვს, რომ ამ ტერიტორიებზე არა მხოლოდ ერთწლიანი, არამედ მრავალწლიანი კულტურების განვითარებაზე ვიზრუნოთ.ბარემ აქვე გეტყვით, ძალიან დიდი მოთხოვნაა ისეთ მრავალწლიან კულტურებზე, როგორიცაა კაკალი და წაბლი. გვაქვს ამაზე უკვე კვლევები ჩატარებული, უფრო სწორად, დამხვდა მე ეს კვლევები ჩატარებული. მოცვის თემა საკმაოდ მოცულობითია, უკვე გა-შენებულია პლანტაციები. თხილი გურიისათვის სტრატეგიული კულტურაა და ალბათ იცით, რომ საქართველო მესამე ადგილზეა თხილის ექსპორტით, თურქეთისა და იტალიის შემდეგ. სამწუხაროდ, აქაც იჩინა თავი პრობლემამ, დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაბლობ ადგილებში გავრცელდა დაავადება, სურსათის უვნებლობის, ასევე სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელებთან ერთად, ოპერატიულად მივიღეთ გადაწყვეტილება, დროულად იქნეს ჩატარებული შეწამვლითი ღონისძიებები, რათა ეს დაავადება არ გავრცელდეს სხვა ზონებშიც. მოგეხსენებათ, რა ზარალი მიაყენა ამერიკულმა პეპელამ გურიას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.ასე რომ, არსებულ პერსპექტიულ გეგმაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები, დამატებები და კორექტივები შევიტანოთ. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ მოხდეს სამთო კურორტების _ ბახმაროსა და გომისმთის ჩვენს შავიზღვისპირეთის კურორტებთან დაკავშირება. ეს დიდი ხნის ნანატრი გეგმა იყო, ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშიც არსებობდა. Yყოველივე ეს გურიას გადააქცევს სოფლის მეურნეობის მწარმოებელ და ტურიზმის მხარედ. ჩოხატაურზე მინდა გკითხოთ, ლანჩხუთისა და ოზურგეთისგან განსხვავებით, აქ ჩაის წარმოება, ალბათ, პრიორიტეტული ვერ უნდა იყოს. რა კულტურები იქნება აქ უფრო რენტაბელური? ჩოხატაური განსაკუთრებით საინტერესოა, კერძოდ, კურორტების ნაბეღლავისა და ბახმაროს განვითარების თვალსაზრისით, ხე-ტყით, ტრადიციული კულტურებით, მეფუტკრეობით. გაეცანით, ალბათ, პატრიარქის ბოლო მიმართვას მეფუტკრეობასთან დაკავშირებით. ქართული ფუტკარი განსაკუთრებული ენდემური ჯიშია. ქართული თაფლისა და თაფლოვანი პროდუქტების წარმოებასა და ევროპაში გატანას კი პრობლემას უქმნის ნაგავსაყრელები, რომლებიც სტიქიურად არის წარმოშობილი, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემები. აუცილებელია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაშიც ძალიან გვეხმარება მყარი ნარჩენების სააგენტო და გარემოს დაცვა. ვაპირებთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ მეფუტკრე ფერმერებს როგორც მატერიალურად, ბიზნესის განვი-თარებისთვის არსებული პროექტებითა და პროგრამებით, ასევე იმის ახსნით, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას მეფუტკრეობის სწორად წარ-მართვამ. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, არის ასეთი პიროვნება, ნიკო მარის შთამომავალი, გვარად კეკელიძე, რუსეთის მთავარი ფსიქიატრი გახლავთ. მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, ამ დღეებში ჩამობრძანდება ჩოხატაურში, სადაც აქვს საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი და ფიქრობს მეაბრეშუმეობის აღორძინებას. ჩვენთვის ესეც ტრადიციული, საკმაოდ მაღალგანვითარებული დარგი გახლდათ. გუშინ დავათვალიერე ის ტერიტორია, სადაც ოზურგეთის აბრეშუმის ძაფსახვევ-საგრეხი ფაბრიკა ფუნქციონირებდა, ნაომარს ჰგავს იქაურობა, ყველაფერი გაპარტახებულია. აი, ჩოხატაურში კი გადარჩენილია ერთი საწარმო, რა თქმა უნდა, გადაიარაღება სჭირდება და კარგი იქნება თუ მიებება კეკელიძის საინვესტიციო საქმიანობას. შემდგომში კი შეიძლება ვიფიქროთ მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენაზე ოზურგეთსა და ლანჩხუთშიც. \ოზურგეთი გურიაში ერთადერთი თვითმმართველი ქალაქია. დღეს აქ, თუ არ ვცდები, 17-მდე სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ ე. წ. პოზიცია-ოპოზიციას `ომობანას~ თამაშში ამ მშენებლობებს მოწინააღმეგეებიც ჰყავს. კი, თქვენ უკვე შეაფასეთ გაწეული სამუშაოები, მაგრამ ხომ არ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა გურულების თვითმმართველი ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის? პირველი, რაც უკვე ქალაქის საკრებულოს მომავალ სხდომაზე გავა, ეს იქნება სასტუმრო გურიის~ სრული რეაბილიტაციის საკითხი. ქალაქში ფაქტობრივად არ გვაქვს სტუმრის დასაბინავებელი, თუ არ ჩავთვლით თამარიონის~ ტერიტორიაზე ჯერ გაუხსნელ და რამდენიმე კერძო სასტუმროს. უახლოეს პერიოდში დაიწყება დაპროექტება კინოთეატრისა. დავათვალიერე და მინდა გითხრათ, რომ შოკში ვარ იმის გამო, რაც ვნახე. ერთ-ერთი ულამაზესი, და კარგად გამოსაყენებელი უზარმაზარი შენობა-დაწესებულება დაღუპვის პირასაა. აქვე იყო უნიკალური ამფითეატრი. კულტურის სამინისტროსთან ფაქტობრივად უკვე შეთანხმებული ვართ და მოხდება მათი სრული აღდგენა. აქ ვაპირებთ არა მარტო კინოთეატრის ამოქმედებას, არამედ ახალგაზრდული ცენტრის შექმნას.U ასევე ვფიქრობთ, დავიწყოთ მოლაპარაკება ისეთი ბრენდის შემოტანაზე, როგორიც არის მაკდონალდსი~ და ვენდი~, შევუქმნათ ჩვენს ბავშვებს შესაფერისი გასართობი გარემო. სრულად გვინდა მოვაწესრიგოთ სიტუაცია ქალაქის პარკებსა და სკვერებში. სარეაბილიტაციო თეატრის გვერდით მდებარე პარკი. რაც შეეხება ე. წ. ჭადრების ბაღს~, აქ სარკოფაგივით ჩანს ყოფილ შადრევანზე მიყრილი მიწა. არ ვიცი, ვის მოუვიდა ეს აზრად. რა თქმა უნდა, იმას გავწმენდთ და ვნახავთ შეიძლება თუ არა იქ ფუნქციონირებდეს შადრევანი, თუ არ შეიძლება, მაშინ სხვანაირად მოვაწყობთ. აუცილებელია ტროტუარების განახლებაც.
რაც ყველაზე მთავარია, დადებითად წყდება თეატრის სრული რეაბილიტაცია. საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება ამ საქმეს, რასაც მუნიციპა-ლიტეტი ვერ შეძლებს, ცენტრალური ხელისუფლება გვპირდება. როგორც მაქვს ინფორმაცია, პროექტი უკვე მზად არის.
ასევე იგეგმება ამ შენობის, სადაც ახლა ვიმყოფებით, რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, ოზურგეთი თვითმმარ-თველი ქალაქი გახდა, მას აქვს თავისი მერია და საკრებულო. ამ შენობაში შეუძლებელია ერთობლივად რამდენიმე სტრუქტურის მოხელეთა განთავსება, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელ ოზურგეთში, ყოფილი ადმინისტრაციის შენობაში გადავა თვითმმართველ თემთა მუნიციპალიტეტი, ამ არაჩვეულებრივი შენობის რეაბილიტაციიის შემდეგ.
ჯერჯერობით სრულად არ გვაქვს დასრულებული მუნიციპალური ტრანსპორტის თემა. მთლიანად გურიას დაახლოებით 50 ახალი ავტობუსი ეყოლება, რომელიც ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ექნება თავისი პანდუსი, ასევე საბარგული უკანა მხარეს. დღეს დავავალე გამგებლებს, რომ მარშრუტები და რაოდენობა იყოს დათვლილი. იქნება ერთიანი სატრანსპორტო სისტემა, ფუნქციონირებას დაიწყებს ავტოსატრანსპორტო გაერთიანება. ამასთან, ოზურგეთში, ავტოსადგურთან უნდა ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოხდება 16-მდე გზის რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, თითქმის შეცვლილია წყლის სისტემა და უახლოს პერიოდში ქალაქი სრული დატვირთვით მიიღებს სასმელ წყალს. ასევე გვაქვს სურვილი, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს სასმელი წყლით ანასეულის მომარაგების საკითხი. მიმდინარეობს მოლაპარაკება წყლის კომპანიასთან და მსოფლიო ბანკთან. სათავე ნაგებობა უნდა შეიცვალოს და უნდა მოხდეს ლიხაურისა და ანასეულის მიმართულებით წყალსადენი მილების გამხოლოება.გარდა ამისა, დამუშავების ფაზაშია უამრავი სხვა პროექტი და ჯერჯერობით მათზე საუბარი ნაადრევი იქნება, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. გეტყვით მხოლოდ ერთს, 20 ივნისს მზად იქნება გრიგოლეთიდან ჩოლოქამდე განაშენიანების პროექტი. დაახლოებით 60-მილიონიანი პროექტია და მოხდება წყლისა და კანალიზაციის სრული რეაბილიტაცია, უკვე დავიწყეთ საუბარი ოზურგეთის კანალიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, საკმად ძვირად ღირებულია, თუმცა აუცილებელია გამწმენდი ნაგებობა, ვინაიდან ფეკალიები პირდაპირ ჩადის მდინარეებში, რაც საბოლოოდ აბინძურებს როგორც მდინარეს, ისე შავ ზღვას. შარშან მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია ქალაქ ოზურგეთში სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობაზე, ხომ არ გაქვთ ახალი ინფორმაცია ამ თემაზეც დიახ, სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა ბატონი ზვიადის მიერ გაჟღერებული თემაა. მოგეხსენებათ, ამას ხელისუფლება თვითონ ვერ განახორციელებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ინვესტორის სურვილი, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. მსუბუქი მრეწველობის განვითარება, _ ეს დასაქმების პერსპექტივაა, ნებისმიერ ინვესტორთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, უფრო მეტს გეტყვით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა ინვესტორს, რათა არსებული ნაგებობები, თუნდაც უფასოდ, გადავცეთ იმისათვის, რომ მოხდეს მათი რეაბილიტაცია და რაიმე სახის საწარმო გაიხსნას.
K_ ბატონო გია, გურიაში ლანჩხუთი ყოველთვის გამოირჩეოდა პო-ლიტიკური აქტივობით. თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს თვალს გადავავლებთ, აქ პოლიტიკური ტემპერატურა დღესაც მაღალია _ დაპირისპირებაა მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესა და მუნიციპალიტეტის გამგებლის უკვე ყოფილ მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილს შორის. სოციალურ ქსელში ოპოზიცია გამგებლის მფარველობაში გდებთ ბრალს. რა ხდება ლანჩხუთში, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

_ მოდით, ასე ვთქვათ, მე ვერ ვმფარველობ და არ ვმფარველობ არავის, ვინაიდან ეს პირები ჩემს გუბერნატორად დანიშვნამდე იყვნენ არჩეულები. როცა ჩამოვედი, მაშინ გავიცანი ისინი. რაც შეეხება გამგებლის მოადგილის განთავისუფლების საკითხს, მე სამართლებრივად ეს გავიარე. არჩეულ მუნიციპალიტეტის გამგებელს თავისი მოადგილე და სამსახურის ხელმძღვანელები, კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლია დანიშნოს და გაათავისუფლოს ერთპიროვნულად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია, რატომ გაათავისუფლა, არა მგონია იყოს პოლიტიკური, როგორც აღნიშნავენ. ამ გადაწყვეტილებაში მე ვერ ჩავერევი, ვერც ახლა, ვერც მომავალში, როგორც გათავისუფლებაში, ისე დანიშვნაში. ვისაც ჩათვლის საჭიროდ, ვისთან ერთადაც უნდა იმუშაოს თავის გუნდთან ერთად, იმას დატოვებს. მე გათავისუფლებულ პიროვნებას არ ვიცნობ, არც მის შესახებ ვიცი რამე. როცა გამგებელს შევეკითხე, რა მოტივით იხელმძღვანელა, როცა გაათავისუფლა, მიპასუხა: მოტივაცია ჩემი იყო ის, რომ ის მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ან არ ასრულებდა. სამართლებრივად მას ამის უფლება ჰქონდა და ისე მოიქცა, როგორც გადაწყვიტა.
_ და ბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ: დოკუმენტური ფილმი, რომელიც თქვენ და თქვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა, ევროპამ ნახა. მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, სად შემიძლია ამ ფილმის ნახვა?
_ ეს ფილმი მომზადდა 2014 წლის დეკემბერში. მე, ჩემს ჯგუფთან, ერთად გახლდით ბრიუსელში, ევროპარლამენტში, სადაც მოვახდინეთ მისი ინგლისურენოვანი ვარიანტის დემონსტრირება, ჩავატარეთ პრესკონფერენციები, გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებთან, ცალკეულ დეპუტატებთან. ამ ფილმის წარდგებას ასევე ვფიქრობდით საფრანგეთში, სენატში, ასევე ბუნდესტაგში, ბერლინში და სტრაბურგში, ევროსაბჭოს დარბაზში. მას, ალბათ, ჩემი მეგობრები შემდეგ განახორციელებენ უჩემოდ, რადგან მე აღარ ვარ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ეს ფილმი ვაჩვენეთ დასავლეთ საქართველოში _ აჭარაში, ფოთში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში, ასევე გახლდით კახეთში.
თუ ჩემი ყოფილი ორგანიზაციის მესვეურები გადაწყვეტენ, რომ საჭიროა ამ ფილმის წამოღება გურიაში, მე ამაში ვერ მივიღებ მონაწილეობას, ეს მათი გადასაწყვეტია,
რაც შეეხება იმას, სად ვნახოთ: იუთუბიზე რომ შეხვალთ, აკრიბეთ ქართული ტექსტი `სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი~, პირველი, რაც ამოვარდება, ეს ამოვარდება. ეს არის 16-წუთიანი დოკუმენტური ფილმი. ასე ვთქვათ, თითიდან გამოწოვილი აჟიოტაჟი მოყვა ამ ფილმის ჩვენებას. ფილმში გამოყენებული ყველა მასალა აღებულია მედიასაშუალებებიდან, ანუ იქ არ არის რაიმე სახის ფარულად გადაღებული კადრები. ჩვენი ფილმის კონსტრუქცია ისეა გაკეთებული, რომ როცა ევროპელ მეგობრებთან ვსაუბრობდით, მათ ვეუბნებოდით, აი, 2005 წლის ქმედებაა და თქვენი შეფასებაა, სახელმწიფო დეპარტამენტის, ქეთრინ ეშტონის, ჰამელბერგის და სხვების. ვეუბნებოდით, რომ თქვენ ამ მოვლენებს ასე აფასებდით. ფილმში ასახული პირები კი ამჟამად არიან პასუხისგებაში მიცემული. სად არის პოლიტიკური მდგენელი, თუ მაშინ ამას ამბობდით, ახლა რატომ იცვლით, ასე ვთქვათ, აზრს?! ეს არის ერთგვარი დოკუმენტური სარჩევი იმისათვის, რომ ადამიანს ვუთხრათ, რა ხდებოდა, რა შეფასებები იყო, რა შედეგი დადგა. ვეკითხებოდი საზოგადოებას, სადაც შევხვდებოდი და ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში: თუ შეიძლებოდა `რუსთავი-2-ს~, პირველ არხს, `მაესტროს~ ეს დოკუმენტური მასალა გაეშვა პირდაპირ ეთერში, დღისით, მზისით და თუ ამის კოლაჟზეა ლაპარაკი, რატომ არ შეიძლება ეს ნახოს საზოგადოებამ?
საუბედუროდ, რა ხდება იცით? ჩვენ ეს ჩავიდინეთ, ეს გავაკეთეთ და თქვენ ამას ნუ აჩვენებთო. ეს ხომ პარადოქსია. მე პირადად ციხეში გახლდით, როგორც პოლიტპატიმარი, გავთავისუფლდი და რატომ უნდა ამიკრძალოს ვინმემ საზოგადოებისთვის იმ დოკუმენტური მასალის ჩვენება, რაც რეალურად ხდებოდა.
ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვახსენებდით, რა ქმედებებს ჰქონდა ადგილი და სწორედ ეს იყო მათი `გაბრაზების~ მიზეზი.

_ ბატონო გია, რადგან პოლიტპატიმრები ახსენეთ, უნდა გითხრათ, რომ ჩვენს რედაქციას ახლო ურთიერთობა აქვს აჭარის ჯგუფთან, რომლის მოთხოვნაა ყოფილი კრიმინალური ხელისუფლების მიერ დაგეშილი პროკურატურისა და პოლიციის ის ჩინოსნები, რომლებიც ახორციელებდნენ მათ სამართლებრივ დევნას, დღესაც წარმოდგენილი არიან, როგორც სამართალდამცავები, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ერთ-ერთი მოთხოვნა დღევანდელ ხელისუფლებაში ნაციონალების მაღალი თანამდებობებიდან ჩამოშორებასაც ეხება.
_ კი ბატონო, მოგცემთ კომენტარს. მე გახლავართ იურისტი. ადამიანი, პირთა ჯგუფი, ძალადობაზე მყოფი ადრე თუ ამჟამად, ვისაც აქვს ჩადენილი დანაშაული, ყველა უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული. ყველას საქმე უნდა იქნას გამოძიებული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პროკურატურაში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც დაადგენს წინა პერიოდში ჩადენილ ქმედებებს და ხარვეზებს და გადაიდგმება ნაბიჯები სამართლებრივი აღდგენის კუთხით. აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს იმ ქმედებების ჩამდენი, წინა თუ მოქმედი ხელისუფლების თანამდებობის პირი, მოხელე თუ უბრალო ადამიანი, ყველა უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში, თორემ ხელს შევუწყობთ იმას, რომ კვლავ განმეორდეს მსგავსი ქმედება.
სხვათა შორის, მხოლოდ წინა ხელისუფლებისთვის არ ხდებოდა ჩვენი ფილმის დემონსტრირება, ის დღევანდელ ხელისუფლებასაც უჩვენებს, როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მას მხოლოდ არჩევნების დროს კი არ გასცემს პასუხს, არამედ ყოველთვის ადეკვატური იქნება.
პოლიტპატიმრებისა და ზოგადად რეპრესირებული ადამიანების მოთხოვნები აბსოლუტურად სამართლიანია, მეც მათ ვუერთდები.
ის, რომ ვანო მერაბიშვილი არის იმ საკანში, რომელშიც მე გახლდით, პასუხისგებაშია მიცემული ახალაია, იძებნება ყოფილი პრეზიდენტი, ციხეშია უგულავა და გამამტყუნებელი განაჩენია ამ პირებზე, სამართლიანობის აღდგენაა პირადად ჩემთვის. რა თქმა უნდა, ეს უკვე დაწყებულია, მაგრამ ჩემთვის და ზოგადად ქონებაწართმეულებისთვის, ვისაც ციხეში გვიკრეს თავი, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ დაგვიბრუნონ ქონება. მე სხვანაირად ვუდგები ამ საკითხს, ის პოლიციელი, ჯიბის ჩამოხევა რომ დამაბრალა და ოთხი წელიწადი მომისაჯეს, რასაკვირველია, უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა ის პროკურორიც არ უნდა იყოს პროკურორი, მოსამართლის მანტია აღარ უნდა ჰქონდეს მოსხმული ზვიად ესებუას, რომელმაც ოთხი წელი მომისაჯა, როდესაც 170 მოწმე ამბობდა, რომ სახლიდან გამიტაცეს ნიღბიანებმა და მხოლოდ ერთი პოლიციელი მადებდა ხელს, ჯიბე ჩამომახიაო.
მე შეტანილი მაქვს ამ ახალ უწყებაში განცხადება, დაწყებულია გამოძიება და მერე ვნახოთ ნელ-ნელა, რა იქნება და როგორ იქნება. საერთოდ, მაქვს იმის საფუძველი, ვიფიქრო, რომ როგორც გურიაში, ისე მთლიანად საქართველოში ყველაფერს ობიექტურად მიეცემა თავისი მიმართულება

“ალიონი”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share