პირველად თალაკვაძის მერობის ისტორიაში -მის ფეისბუკ გვერდზე უარყოფითმა პოსტებმა დადებითს გადააჭარბა

ავთანდილ თალაკვაძის მერობის ისტორიაში, ანუ მისი არჩევიდან, თითქმის წელიწად ნახევრის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ მის საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე დადებით გამოხმაურებებს – რაოდენობრივად უარყოფითმა გადააჭარბა.

ეს კი ოზურგეთის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას მოედანზე, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კუბოების მსგავსი კონსტრუქციების განლაგებამ გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი ჩვენს, ადგილობრივ ბიუჯეტს, 2 მილიონ 151 ათასი ლარი უჯდება და მას ქობულეთის სოფელ ხუცუბანის კომპანია „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.

თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ეს კომპანია სრულიად უფასოდ და ანაზღაურების გარეშე ამუშავებს ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის მუშებს.

დიდი ალბათობით ეს მერიის თანხმობით ხდება და კორუფციის ნიშნებს ატარებს.

ავთანდილ თალაკვაძემ ოფიციალური განცხადება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, გუშინ, მას შემდეგ გააკეთა, რაც „გურიის მოამბემ“ გაავრცელა ინფორმაცია გამსახურდიას მოედანზე არსებულ კონსტრუქციებთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოყვა.

ოზურგეთის მერმა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს პროექტი არ მოეწონა „ოზურგეთმოძულე“ და „ნაციონალი“ უწოდა.. რასაც მისსავე გვერდზე საზოგადოების გაკვირვება და გულისწყრომა მოყვა.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, ავთანდილ თალაკვაძის ფეისბუკ გვერდიდან, რომელიც ნათლად ასახავს ოზურგეთელთა განწყობას ცენტრალურ მოედანზე, ოზურგეთის მერიის მიერ, ე.წ. „კუბოქოთანას“ განთავსების გამო.

თამა ცხომელიძე არასაკმარისია ეს სიმახინჯეები, დაამატეთ

Tea Sikharulidze რა შუაშია ნაციონალები? ულამაზოა ,ულამაზო

Irakli Makharadze რაიმე თუ არ მოეწონა ადამიანს და შენიშნვა მოგცათ, ესე იგი ნაცია? ეს რა ლოგიკაა

Tamta Dolidzeკატასტროფა ეს მოედანი კი არაა, არც ისაა კატასტროფა ვინმეს რომ არ მოსწონს, არც ისაა კატასტროფა, ვინმეს თუ მოსწონს. კატასტროფა არის ის დამოკიდებულება, რომ თუ რაღაც არ მოსწონს ადამიანს და ამ მოსაზრებას ხმამაღლა გამოთქვამს, იმ წუთასვე ნაცის იარლიყს რომ აწებებთ. ეს მინიმუმ არის განსხვავებული აზრის უპატივცემულობა და მაქსიმუმ მისი ჩახშობის მცდელობა. ვართ ამ ქალაქში ხალხი, ვისაც რაღაცები მოგვწონს, ან რაღაცები არ მოგვწონს და ამის გამო ნაცი ან ქოცი კი არ ვართ. მოქალაქეები ვართ, თუ კიდევ აქვს ამ სტატუსს რამე ფასი ამ ქალაქში

Inga Ingulia ბატონო ავთო მოგმართავთ რიგითი მოქალაქე, წარმოშობით ოზურგეთიდან.არც ნაცი ვარ და არც ინტრიგანი. ვფიქრობ მსგავსი საყვაბილეები უადგილოა და არ შეეფერება ქალაქის იერსახეს.ოქნებ დააკორექტივოთ, ან ფორმა შეუცვალოთ მაგალითად გულის ფორმა  ან რამე სხვა. ეს ფორმა ნამდვილად უადგილოა

გიორგი თვითონ ბოლქვაძე ბატონო ავთანდილ, კიმ ჩენ ინი ხართ ყველაფერზე ტაში გიკრათ? ეს რა დამოკიდებულებაა საკუთარი ხალხის მიმართ? თქვენ ზედმეტს ხოარ იღებთ საკუთარ თავზე? გინდ ნაციონალები თქვენი მოქალაქეები არ არიან? თქვენ ოცნების მხარდამჭერების ხართ თუ ხალხის? ნერვი დაიწყნარეთ და ეს მართლა კუბოები გადააკეთეთ, თუ შნო არ გაქვთ და გემოვნება, ვინმე სპეციალისტი მოიწვიეთ

Shotiko Tea კარგია რაც კარგი კეთდება მაგრამ ეს იდეა რაღაც არ არი მგონი კარგი უკეთესიც შეილებოდა

Veriko Shergelashvili სანამ დაიწყებთ და დაამტკიცებთ პროექტს იკნებ აჩვენოთ მოსახლეობას

Tengo Sinatashvili სად მოუყარა ბიძინიამ ამდენ და,,ევებულს თავი

Roini Kikvidze ბატონო ავთანდილ,გურიაში ,ნაგომარში რომ კულტურის სახლია …მერიდება რომ ვთქვა …

Nana Bolkvadze ნაციონალები რა შუაშია,აღარ იცით რა თქვა ხო, ნაცებმა დაანგრია ქვეყანა და თქვენ ააშენეთ არ ვარ არცერთი პარტიიდან მარა არ მომწონს და რა ვქნა.

 

რამინ ლამპარაძე აი საქოცეთს რა წესი გაქვთ საჯარო პირის ფბზე მხოლოდ თბილი კომები რომ ინახება, რაცარუნდა მზეობა გააკეთოთ მაინც თბილ კომენტარებს ნახავს ადამიანი))))

Irina Dzidzishvili წარმატებები ოღონდ ის კუბოები მოაშორეთ

Reziko Babuadze დახარჯავენ მილიონებს და დაგვჩება ბოლოს ჟანგიანი ლისტის ყუთები… რამე ფორმა მაინც მიგეცათ რომ ჩაალაგეთ თითქოს რამე შედევრია…დიზაინერი დაჯექი ორიანი…!!!

Lali Lali ბევრი რამ კარგი გაკეთდა .მაგრამ ეს ნამდვილად არ მელამაზება

ნანი რამიშვილი დიზაინით მართლა ვერ დაიკვეხნის ჩვენში რომ დარჩეს!

Anuka Chikhladze სულ მიკვირდა რა მაგარი მერია ეს თალაკვაძე ნაკლს ვერ უპოვი თავის საქმეშითქო და…. აჰა

ნი ნი ანუ,თუ გამოთქვი შენი აზრი იმ ქალაქთან დაკავშირებით,სადაც ცხოვრობ, ან ნაცი ხარ ან უმადური..

არ ვარ არც ნაცი, არც უმადური!!!

მადლობა რაც კეთდება და მივესალმებით

მაგრამ ჩვენც გვაქ ჩვენი სიტყვის თავისუფლება, ჩვენი აზრის გამოთქმის უფლება.

ვაფიქსირებთ იმას, რომ რა მდგომარეობაშიც ახლა არის ეს ქოთნები მაქ, შემზარავი და ცუდი შესახედია.

კარგია თუ გალამაზდება აგერააა ეგ ქოთნები!

მაგრამ,თუ რაიმე ამ ოზურგეთში სიტყვა ძვირი თქვი რატომ ეწმინდება ნაცებს ხელი ვერ მივხვდი.

რა გახდა მართლა ნაცების და ოცნების მეტი ამ ხალხს არ გაგვაჩნია ჩვენი აზრი???

Macaco Beriashvili ერთხელ ვარ ოზურგეთში ნამყოფი, ისიც ბავშვობაში, ალბათ 13-14 წლის ასაკში. საერთოდ ვერ ვიხსენებ როგორია. მახსოვს მხოლოდ ის, რომ იყო ძალიან ლამაზი ქალაქი, საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით, მახსენდება დაუვიწყარი სამი დღე გურულ ოჯახში, რომელსაც სულ სითბოთი ვიხსენებ! აუცილებლად ვესტუმრები ოზურგეთს კიდევ და მინდა, რომ ის ჩემი ბავშვობის მოგონებაში არსებული ლამაზი ქალაქი დამხვდეს! მივესალმები სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თუმცა მაპატიეთ, მაგრამ ბატონო ავთანდილ ეს საყვავილეები, ასეთი ფორმის, მართლაც არ უხდება, მეტიც თითქოს აუშნოებს, კარგი იქნება თუ გაალამაზებთ! წარმატებებს გისურვებთ!

ნინი წითლიძე ძალიან კარგია ყველაფერი,მაგრამ იცით რა მაინტერესებს? სოფელ ნატანებში 4 წელია წყალი გაყავთ და ყოველ ზაფხულს ამბობენ ამ წელს იქნებაო   ხოდა როდის გაიყვანენ და როდის გვეღირსება წყალი?

Mariam Inashvili საშინელება !

Inga Shatirishvili მაინც ცუდ ასაოციაციას ტოვებს ესეთი თანწყობა. მრგვალი ან ოვალური რომ ყოფილიყო ეს ქოთნები და ასე ყველა ერტად არ იდგეს არშეიძლება??

Ketino Zoidze ეს ქალაქის ყველაზე ლამაზი ადგილია, ულამაზესი თეატრის შენობით,ჭადრების ბაღით,რეაბილიტირებული შენობებით!

ქვაფენილიც ძალიან მოუხდა!

არც ეს საყვავილეები და არც ეს გამწვანება არ მოუხდა ამ სივრცეს!

იყოს თავისუფალი მოედანი ან ზომიერი გამწვანებით!

Eka Midodashvili რა სილამაზეა….ერთი ეგეთი პარკი ჩვენც გაგვიკეთე ურეკში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share