„ირმის ნაამბობი“ – მამია გურიელის ანტირუსული ლექსი

მამია გურიელის “ირმის ნაამბობი” ალეგორიული პოემაა, რომელშიც ირემი განასახირებს საქართველოს, ხოლო დათვი რუსეთს. პოემა პოეტმა 1889 წელს დაწერა, მაგრამ მის სიცოცხლეში ის არ გამოქვეყნებულა ანტირუსული შინაარსის გამო. აქვე უნდა ღინიშნოს, რომ მამია გურიელი სამხედრო პირი იყო და მონაწილებას ღებულობდა ახალციხისათვის ბრძლაში, ყარსის შტურმში სადაც დაიჭრა და შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად ასეთი ბიოგრაფიის მქონე ქართველი პოეტის ალეგორიული პოემა ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, გთავაზობთ მის ფრაგმენტებს.
.
„ავდექ გამოველ ცისკრის დროს
მინდოდა მონადირება,
მიმოვიარე ჭალები,
სითაც მაძლევდა გუნება.
შევხვდი ირემსა ნუკრებით
უცხოსა საბალახოსა,
ვეპარებოდი სიფრთხილით,
არ მიმიკარა ახლოსა.
წინ ჩავსრიალდი და თოფი
შიგ დავუნიშნე გვერდებში.
ის საწყლად შემომაჩრდა
შიშვნეულებით თვალებში.
მითხრა ღვთისკაცო! ნუ მომკლავ,
ერთი რამ მათქმევინეო,
კარგს რამეებსა გიამბობ,
შენც კარგად მომისმინეო.
თოფი დავუშვი შეკრთომით,
ყური დავუგდე ირემსა,
მისმა კაცურმა სიტყვებმა
მე უფრო გამაკვირვესა.
ასე დაიწყო მოთხრობა
ახირებული თავისი.
არვინ იფიქროთ ჩემგნითა
მომატება რამ ამისი.
I
ადრე დილით
მე ლოგინათ,
ტკბილის ძილით წამოვვარდი
წაველ ტყეში
ბარად მთებში
ღრიანკლებში, ზედ მივვარდი,
ერთსა დათვსა,
სწორედ ავსა,
სანახავსა შეუშინდი
თეთრ ყვითელსა,
თვალ-წითელსა
ვით კურდღელსა მთლად გავკვირდი,
იღრიალა,
„ბალა“ „ბალა“
სად დამთვრალა ეს უმსგავსო?!
აგებ დატკბეს
დამიწყნარდეს
მოდი ერთი მეც შევასვი,
გადაშუშა
ოცი შუშა,
როგორც მუშა სულ მწყურვალი,
რაღაც სიტყვებს სულ
გაუგებლებს
ბურდღულობდა ის დამთვრალი,
მოყვა ტირილს,
ქვითინ-ჟივილს
კოცნა-ბლოშნას და მოყვრობა,
განმიცხადა,
თან მიქადა
ჭეშმარიტი მეგობრობა.
მითხრა: მტერებს,
შენსა მკვლელებს,
სისხლის მსმელებს მოგაშორებ.
მოგასვენებ,
დაგამშვენებ,
ბედით მეფეთ გაგასწორებ.
მრვალ ასთა
ძლიერ დათვთა
მცველად თავზე დაგაყენებ.
საჩუქრებსა,
ოქროებსა
იმდენს მოგცემ გაგაშტერებ
მხოლოდ ესა
მსურის დღესა
შენსა მტერსა უყურებდე
დაჩაგრულსა,
გულწასულსა,
შენ კი ჩენად გიგულებდე
II
პასუხი მივეც: რაღა სჯობს
სიტყვებსა თქვენსა მჭევრებსა,
თქვენი უთვლელი ჯარები,
ზარს სცმენ ჩემსა მტერებსა.
მე უზრუნველად მივადგე
ჩემის სახლისა აღდგენას
ნუკრების მოშენებასა,
წესიერების დადგენსა…
თუ სულსა მოგვათქმევინებ,
ჩვენცა გვაქვს ღონე, ძალები,
ჯანი სულისა უქანცი
და დაუღლელი მკლავები.
გვეტყვი, წამს მზათ ვიქნებით
ყოველთვის მოსახამარებლად,
მებრძოლ-მეტოქეთა გამტეხად
და ტახტის გასამაგრებლად.
დრო იყო ვერვინ გვეტყოდა,
დადექ, მოვდივარ შენზედა!
მათ თვითონ ჩვენ შევუტევდით,
ჯაჭვს დავაფხრეწდით მხრებზედა.
მაგრამ ახლა სხვა ჟამია,
შენ ერთი გვყავხარ დამხსნელი,
ჯერ ღვთს წინ მადლად გეყოფა,
მერმეა დიდი სახელი.
III
მმან მითრა: ნეტავ რად მინდა
დახმარება და ჯარიო!
უანგარიგო ხალხი მყავს
ბრიყვი და მიუმხვთარიო,
რასაც ვუბრძანებ მაშინვე
სრულ ყოფენ უეჭველათო,
თვით ცეცხლში ჩასცვიდებიან,
უჩივლათ უკვნესელათო.
ცოდნა სწავლასა ისინი
ღიმილით უცქერიანო;
საზრდოთ აქვთ ჭადი ჭვავისა,
ქონ-წყალით გასძღებიანო;
ამებს ზედა დაასხმენ
უხვად სიცოცხლის წყალსაო.
მაშ რაცა გითხარ, გჯეროდეს,
არის სიმართლე სწორიო,“
.
„აღარ გასულა ბევრი რამე დრო
მან აღასრულა თქმული პირობა
მოასხა დათვთა ას ათასობით
გამოწყობილი უცხო მხედრობა.
ვითა ეტიკი მე წინ ვუძღოდი
არჩეულების ჩემი გმირებით“
.
„გაწყრა განრისხდა, შექმნა ღრიალი
მეტი ხმა აღარ გამაღებინა,
მხეცურად იწყო თვალთა ბრიალი“
.
„ცა თავს-დამატყდა, მიწა გაირღვა,
დამიტრიალდა გულ-ღვიძლში კატა,
ძველ შენობივით სასო დაინგრა
ეგ რა ეშმაკი შემომებღატა!
მოჰყვა აწ ჩვენსა შევიწროვებას
დათვების შვილთა მოხერხებითა:
პირად ქალაჩუნს, ჩუმად წამებას,
სხვა-და-სხვა ხრიკთა მოგონებითა,
ჯერ გვთხოვა ხარკი, შემდეგაც ღალა
ყოველსა საზრდოს დასდო ბაჟები,
მცველ-მომვლელები მიმალ-მომალა,
გაანადგურა ჩემი ნუკრები,
აავსო მათით საპყრობილები.
წაგვართო მთები, სახნავ-სათესი,
ტყეები, სიტყვით მთლად დაგვაქცია,
რაც დაგვრჩა ისიც კვლავ უარესი,
სადავი-დარაბოდ გადაგვიქცია.
სულ გაგვიფუჭა ახალგაზრდობა,
შებილწ-გათითხნა, დასცა ზნეობით,
ასწავლა მოძმეთ გამცემლობა,
ბეზღების ფიცი, ცრუ მფარველობით,
ურცხ-უპირობა, მექრთამეობა,
აშრობა ცხადი, დაუფარველი,
სინდისზედა სიცილ-მასხარაობა“
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share