კობახიძე გადარგეს უდაბნოში მარტო, – ასე აფასებს ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის პრემიერის პოსტზე დანიშვნას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” ყრილობაზე ერთიანობის ილუზიის შექმნა სცადა, ყველასთვის ცხადია, რომ კობახიძეს მთავრობაში მტრულად განწყობილი გუნდი დახვდა.
”კობახიძე გადარგეს უდაბნოში მარტო. მას არ ჰყავს არეცრთი მოკავშირე მთავრობაში. ჩიქოვანი არ არის ამ მასშტაბის ფიგურა. მას დახვდა მტრულად განწყობილი გუნდი, რომლის ლიდერიც გადააყენეს იმიტომ, რომ ის დაენიშნათ” – ამბობს გვარამია.