ბათუმის ბოტანიკურ ბაღის განაშენიანებისას მოწვეული იქნა იაპონელი მებაღე კანაიამა ჰაცუგარო, რომლის მიერ 1912-1913 წლებში დაპროექტებული და გაშენებული იქნა იაპონური ბაღი, რომელიც დღესაც ამშვენებს ბოტანიკურ ბაღს. როგორც ირკვევა სიცოცხლის ბოლო პერიოდში კანაიამა სანი (ასე უწოდებდნენ) ოზურგეთში ცხოვრობდა და იგი 1937 წელს დახვრიტეს. კერძოდ ტროიკის პროტოკოლისა და დახვრეტის აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქე ეროვნებით იაპონელი, ქალაქ მახარაძეში მცხოვრები კანაიამა ხაცუგარო შიროკიკოს-ძე 1937 წელს გაასამართლა ტოიკამ და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ შპიონაჟის გამო დახვრეტა მიუსაჯა, განაჩენი მოყვანილი იქნა სისრულეში.
.
სხვა ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელი და თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ოზურგეთში მცხოვრებ იაპონელ მებაღეზე კარგი იქნება თუ გამოეხმაურებით ამ პოსტს.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა