ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან 5.5 რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად იაპონურმა მედიამ გაავრცელა და მოგვიანებით კომპანია Tokyo Electric Power Company-მ (TEPCO) დაადასტურა. TEPCO-ს თანამშრომლებმა გაჟონვა იმ მოწყობილობიდან დააფიქსირეს, რომელიც წყლის გასაფილტრად იყო დამონტაჟებული.
TEPCO-ს ინფორმაციით, გარემო ელექტროსადგურის გარშემო არ დაზიანებულა. კომპანიის ცნობით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ელექტროსადგურის სიახლოვეს გარემოს და წყალს, თუმცა წყლის მოწამვლის ნიშნები ან ცვლილება მის ხარისხში ჯერჯერობით არ შეუნიშნავთ.
იაპონიამ აღნიშნული ელექტროსადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა 2023 წლის დეკემბერში გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს გაითიშა.