საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა ვიქტორ სანიკიძემ, რომელიც ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-13 ნომერია, 13 ოქტომბერს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა.
ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სიის ოცეული მიმდინარე წლის 10 სექტემბერს წარადგინა. ვიქტორ სანიკიძესთან ერთად მმართველი პარტიის სიაში კიდევ ერთი სპორტსმენი, რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი დავით კაჭარავაა. კაჭარავა სიის მე-16 ნომერია.