იური ლომაძის ბრინჯაო ევროპაზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. პირველი დღის შემდეგ ბრინჯაოსთვის ბრძოლას სამი ქართველი ფალავანი აგრძელდებდა, თუმცა საბოლოოდ მედალს მხოლოდ იური ლომაძე (-77 კგ) დაეუფლა.

საქართველოს პირველი მედალი იური ლომაძემ მოუტანა
საქართველოს პირველი მედალი იური ლომაძემ მოუტანა

იური სტარტზევე დამარცხდა თურქ იუნუს ბასართან, თუმცა, რადგან მეტოქე ფინალში გავიდა, ქართველიც “გაიყოლა” რეპეშაჟში. დღეს იურიმ ბილგარელ სტოიან კუბატოვს 7:5 მოუგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც ხორვატი ანტონიო კამენიასევიჩი დამაჯერებლად დაამარცხა – 8:0.

ყველაზე მსუბუქ წონაში ნუგზარ წურწუმიამ (-55 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მასპინძელ დანიელ მიჰაისთან დათმო – 0:9, ხოლო ყველაზე მძიმეში იაკობ ქაჯაიამ (130) იტალიელ დანილა სოტნიკოვთან 3:9 წააგო.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 5 ქართველი ფალავანი ჩაერთო. ფრიდონ აბულაძემ (-60 კგ) 1/8 ფინალი დათმო სადიკ ლალაევთან – 1:4. ვინაიდან, ლალაევი ფინალში ვერ გავიდა, აბულაძე ასპარეზობას გამოეთიშა.

დიეგო ჩხიკვაძემ (-67 კგ) ძალიან ლამაზი ილეთით დაამარცხა იტალიელი ანდრეა სეტი – 9:0. მანვე მერვედფინალში მიჰაი რადუ მიჰუტიც დაამარცხა – 2:1. ქართველი ფალავანი ნორვეგიელმა მორტენ ტორესენმა შეაჩერა – 1:2. ფინალში ვერც ნორვეგიელი გავიდა.

გიორგი ჩხიკვაძე (-72 კგ) აზერბაიჯანელ ულვი განიზადესთან დამარაცხდა – 1:2. განიზადე ფინალშია. ასე რომ, ხვალ ჩხიკვაძე რეპეშაჟში იჭიდავებს, მეტოქე ფრანგი მამადასა სილაა.

გელა ბოლქვაძემ (-82 კგ) საკვალიფიკაციოში 6:3 მოუგო საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ქარჩაიძეს, შემდეგ კი ალბანელი კელსი ნელაიც დაამარცხა – 5:1. მეოთხედფინალში გელა თურქ ალფერენ ბერბერთან დამარცხდა – 1:7. თურქი ფინალშია, ბოლქვაძე კი რეპეშაჟში, სადაც აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს ხვდება.

რობერტ კობლიაშვილმა (-97 კგ) თავიდან იოლად დაამარცხა პატრიკ გორდანი (რუმინეთი) – 9:0, მაგრამ შემდეგ ფინელ არვი მარტინ სავოლაონენთან წააგო – 2:3. სავოლაინენი ნახევარფინალში დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კობლიაშვილმა ასპარეზობა დაასრულა.

მოკლედ, ქართულმა დელეგაციამ 1 ბრინჯაო მოიპოვა და ხვალ კიდევ 2-ის შანსი აქვს. წარუმატებელი დღის “ჰაილაითი” კი ლერი აბულაძის დაჯილდოება აღმოჩნდა – ლერი ბერძნულ-რომაულ სტილში 2023 წლის ევროპის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს. მან ევროპის ჩემპიონობასთან ერთად შარშან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share