“უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც უკრაინის დახმარების საკითხზე, კონგრესის უმაღლეს ლიდერებს ხვდება.
შეხვედრას “დიდი ოთხეულის” ლიდერები, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, პალატის დემოკრატიული ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი, სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და სენატის რესპუბლიკური ლიდერი მიჩ მაკკონელი ესწრებიან.
“ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. უნდა გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელებთ მთავრობის დაფინანსებას, რაც მნიშვნელოვანი პრობლემა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა, რომელიც უნდა ვიპოვოთ. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება… და უკრაინასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ საჭიროება გადაუდებელია… ვფიქრობ, უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია”, – განაცხადა ბაიდენმა.