სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინაში ომის მიმდინარეობისას სამი მილიონი ჭურვი გაუგზავნა. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის, შინ ვონ-სიკის თქმით, მხოლოდ 2023 წლის ივლისიდან დღემდე ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ტყვია-წამლის 6 700 გადამზიდი კონტეინერი გაიგზავნა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაამატა, რომ უკრაინაში ომის პარალელურად ჩრდილოეთ კორეული სამხედრო სამრეწველო ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ.
რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ გაღრმავებულ თანამშრომლობაზე თავდაცვის მიმართულებით.