ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული რუბლი ოფიციალური ვალუტა ხდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც რუსული რუბლი ოფიციალური ვალუტა გახდება. კანონპროექტს მხარი 26-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 2.

როგორც ეხო კავკაზა წერს, დე ფაქტო ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, ბესლან ბარათელია ჯანმრთელობის მიზეზით სხდომაზე არ მივიდა.

კანონპროექტი ადგენს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუსული რუბლი იქნება, ხოლო ყველა დანარჩენი ვალუტა კლასიფიცირდება, როგორც უცხოური. გარდა ამისა, სავალუტო რეგულირების მიზნებისათვის საკანონმდებლო დონეზე შემოდის ცნება “რეზიდენტი” და “არარეზიდენტი”.

მანამდე აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ გააკრიტიკა ეკონომისტის ახრა არისთავის პოზიცია, რომელიც ეროვნული ვალუტის – აფსარას შემოღების აუცილებლობაზე მიუთითებდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share