ბიძინა ივანიშვილის ქონება რეკორდულ მაჩვენებელზეა. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ქართველი მილიარდერის ქონება ამ დროისთვის 6.92 მლრდ დოლარს შეადგენს.
ამ მაჩვენებლით ის 374-ე ადგილზე იმყოფება.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ივანიშვილის მდგომარეობის მაქსიმუმი 5,8 მლრდს შეადგენდა.
Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში 90-იან წლებში სხვადასხვა ბიზნესით გამოიმუშავა, მათ შორის: რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების კოლექციის აშენებით. მან თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. თანამდებობა მან 2013 წელს დატოვა.
ცნობისათვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ბიძინა ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს.
რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგს, აქ მისი ქონება ისევ 4,9 მლრდ დოლარით არის შეფასებული.