Numbeo აქვეყნებს 2024 წლის იმ ქალაქების სიას, სადაც სასურსათო პროდუქციის ფასების ინდექსი ყველაზე მაღალია. რეიტინგში ჯამში 388 ქალაქია წარმოდგენილი.
რეიტინგში თბილისი 84-ე ადგილზეა. Numbeo ს სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში სურსათის ფასები ასე გადანაწილდა:
- 1 ლიტრი რძე – 4.4-დან 7-ლარამდე
- თეთრი პური 500 გრ. – 1.2-დან 4-ლარამდე
- ბრინჯი 1 კგ. – 2.5-დან 8-ლარამდე
- 12 ცალი კვერცხი – 5.4-დან 8.4 ლარი
- ადგილობრივი წარმოების ყველი – 12-დან 40-ლარამდე
- ქათმის ფილე 10-დან 23-ლარამდე
- ძროხის ხორცი – 20-დან 32 ლარამდე
- პომიდორი – 1.8-დან 7.45 ლარამდე
- კარტოფილი – 1-დან 3-ლარამდე
- 1 ბოთლი ღვინო – 12-დან 30-ლარამდე
რაც შეეხება ბათუმს, ის რეიტინგში 142-ე ადგილზე მოხვდა. ბათუმის სურსათის ფასები ასე გამოიყურება:
- 1 ლიტრი რძე – 3.7-დან 6-ლარამდე
- თეთრი პური 500 გრ. – 1-დან 4-ლარამდე
- ბრინჯი 1 კგ. – 3-დან 7-ლარამდე
- 12 ცალი კვერცხი – 4.5-დან 7.8-ლარამდე
- ადგილობრივი წარმოების ყველი – 15-დან 40-ლარამდე
- ქათმის ფილე – 10-დან 25-ლარამდე
- ძროხის ხორცი – 20-დან 30-ლარამდე
- პომიდორი – 2.5-დან 6-ლარამდე
- კარტოფილი – 1.2-დან 3-ლარამდე
- 1 ბოთლი ღვინო – 15-დან 30-ლარამდე
იმ ქალაქების ათეული, სადაც სურსათი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:
- ჰამილტონი, ბერმუდას კუნძული
- ბაზელი, შვეიცარია
- ლოზანა, შვეიცარია;
- ციურიხი, შვეიცარია
- ჟენევა, შვეიცარია
- ბერნი, შვეიცარია
- ჰონოლულუ, აშშ
- ნიუ-იორკი, აშშ
- სან ფრანცისკო, აშშ
- ბოსტონი, დიდი ბრიტანეთი
რაც შეეხება ქალაქებს, სადაც სურსათი ყველაზე იაფია, ათეული ასეთია:
- ჩელიაბინსკი, რუსეთი
- ჩანდიგარჰი, ინდოეთი
- ლუკნაუ, ინდოეთი
- ისპაანი, ირანი
- კაირო, ეგვიპტე
- ისლამაბადი, პაკისტანი
- ალექსანდრია, ეგვიპტე
- კარაჩი, პაკისტანი
- ლაჰორი, პაკისტანი
- ლაგოსი, ნიგერია