10 ქალაქი, სადაც სურსათი ყველაზე ძვირი/იაფია – რომელ ადგილზეა თბილისი და ბათუმი?

Numbeo აქვეყნებს 2024 წლის იმ ქალაქების სიას, სადაც სასურსათო პროდუქციის ფასების ინდექსი ყველაზე მაღალია. რეიტინგში ჯამში 388 ქალაქია წარმოდგენილი.

რეიტინგში თბილისი 84-ე ადგილზეა. Numbeo ს სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში სურსათის ფასები ასე გადანაწილდა:

  1. 1 ლიტრი რძე – 4.4-დან 7-ლარამდე
  2. თეთრი პური 500 გრ. – 1.2-დან 4-ლარამდე
  3. ბრინჯი 1 კგ. – 2.5-დან 8-ლარამდე
  4. 12 ცალი კვერცხი – 5.4-დან 8.4 ლარი
  5. ადგილობრივი წარმოების ყველი – 12-დან 40-ლარამდე
  6. ქათმის ფილე 10-დან 23-ლარამდე
  7. ძროხის ხორცი – 20-დან 32 ლარამდე
  8. პომიდორი – 1.8-დან 7.45 ლარამდე
  9. კარტოფილი – 1-დან 3-ლარამდე
  10. 1 ბოთლი ღვინო – 12-დან 30-ლარამდე

რაც შეეხება ბათუმს, ის რეიტინგში 142-ე ადგილზე მოხვდა. ბათუმის სურსათის ფასები ასე გამოიყურება:

  1. 1 ლიტრი რძე – 3.7-დან 6-ლარამდე
  2. თეთრი პური 500 გრ. – 1-დან 4-ლარამდე
  3. ბრინჯი 1 კგ. – 3-დან 7-ლარამდე
  4. 12 ცალი კვერცხი – 4.5-დან 7.8-ლარამდე
  5. ადგილობრივი წარმოების ყველი – 15-დან 40-ლარამდე
  6. ქათმის ფილე – 10-დან 25-ლარამდე
  7. ძროხის ხორცი – 20-დან 30-ლარამდე
  8. პომიდორი – 2.5-დან 6-ლარამდე
  9. კარტოფილი – 1.2-დან 3-ლარამდე
  10. 1 ბოთლი ღვინო – 15-დან 30-ლარამდე

იმ ქალაქების ათეული, სადაც სურსათი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

  • ჰამილტონი, ბერმუდას კუნძული
  • ბაზელი, შვეიცარია
  • ლოზანა, შვეიცარია;
  • ციურიხი, შვეიცარია
  • ჟენევა, შვეიცარია
  • ბერნი, შვეიცარია
  • ჰონოლულუ, აშშ
  • ნიუ-იორკი, აშშ
  • სან ფრანცისკო, აშშ
  • ბოსტონი, დიდი ბრიტანეთი

რაც შეეხება ქალაქებს, სადაც სურსათი ყველაზე იაფია, ათეული ასეთია:

  • ჩელიაბინსკი, რუსეთი
  • ჩანდიგარჰი, ინდოეთი
  • ლუკნაუ, ინდოეთი
  • ისპაანი, ირანი
  • კაირო, ეგვიპტე
  • ისლამაბადი, პაკისტანი
  • ალექსანდრია, ეგვიპტე
  • კარაჩი, პაკისტანი
  • ლაჰორი, პაკისტანი
  • ლაგოსი, ნიგერია
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share