გიგა ბოკერია – რეალური ცვლილებები იქნება მაშინ როცა საზოგადოება არა მარტო მოითხოვს არამედ მზად იქნება დაიცვას თავისი არჩევანი

“დღეს საზოგადოების იმნიშვნელოვანესი ნაწილი ითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებს და ხმასაც აძლევს მას, მაგრამ ეს ცვლილებები შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების ეს უდიდესი ნაწილი გამოთქვამს მზაობას ამ არჩევანის დასაცავად, დღეს ეს ასე არაა, დავინახეთ როგორ შერჩა ივანიშვილის რეჟიმს ბოლო გაყალბებული არჩევნები. ერთია სურვილი და მეორე მზაობა უდიდესი უმრავლესობისა დაიცვას თავისი არჩევანი”

ეს განცხადება ემიგრანტებთან შეხვედრაზე, პარტია “ევროპული საქართველოს“” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა:

“თუ პოლიტიკური სპექტრი არ დაიწყებს საუბარს და არ ჩამოყალიბდება რა სახის რეფორმებს გავატარებთ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, შეიძლება მძიმე მდგომარეობაში ავღმოჩნდეთ და რევანშისტებს კვლავ მიეცეს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება. ანუ ამით რეაქციულმა ძალებმა კვლავ ისარგებლონ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ რას ვაპირებთ ჯანდაცვაში, განათლებაში, სპორტში და ასე შემდეგ.  სამწუხაროდ დღეს მედიაში არ მიდის შინაარსობრივი დებატები არცერთი მიმართულებით. აი სწორედ ასეთი დებატებისა და საუბრების შემდეგ მივალთ ზოგადად ოპოზიცია მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერამდე, როგორც ეს იყო 2003 და 2012 წელს (შინაარსობრივად თავისთავად პარალელს არ ვავლებ) და ხალხი საკუთარ არჩევანს დაიცავს კიდეც.
თქვა ბოკერიამ.

პარტიის ლიდერმა უპასუხა ემიგრანტების კითხვებს:

“ჩვენს პარტიაში ამ დროისათვის მიმდინარეობს პრაიმერი, რომელიც დაახლოებით მაისის თვეში დასრულდება და ამ პრაიმერის მიხედვით გაირკვევა თუ როგორი იქნება “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო სია. აი სწორედ ასე მოხდება პარტიაში ახალგაზრდობისათვის და ნებისმიერი ძალისათვის ასპარეზის დათმობა და არა ისე, როგორც ჩვენგან წასულებმა, ჭიაბერაშვილმა, უგულავამ და სხვებმა ბრძანეს, მაგალითად გირგი ჭიაბერაშვილმა თქვა მივდივარ იმიტომ, რომ ახალგაზრდებს დავუთმო ასპარეზიო და უცებ სხვა პარტიაში გადავიდა. ჩვენი პარტიის ბევრი ლიდერი არ აღმოჩნდა მზად რეჟიმთან გრძელვადიანი დაპირისპირებისათვის, არამედ გეზი აიღეს რეჟიმის სწრაფად ჩანაცვლებაზე და დაუბრუნდნენ ძველი პარტიის წიაღს, რითაც დიდი ზიანი მოგვაყენეს არამარტო ჩვენ, “ევროპულ საქართველოს” – არამედ სრულიად ოპოზიციას და ჩაჯდნენ “ქართული ოცნების” ნარატივში. რას იძახის “ოცნება? – რომ ჩვენ ყველა ერთი ვართ, ვართ “ნაციონალური მოძრაობა” და არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციები ოპოზიციაში არ არსებობენ. ჭიაბერაშვილი, უგულავას ამ საქციელმა “ოცნების” ეს დოქტრინა “სიმართლედ” წარმოაჩინა. რაც სინამდვილეში ასე არ არის, მაგრამ ასეთი ქმედებები “ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს” თქვა ბოკერიამ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

 

შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ემიგრაციის წარმომადგენლების ძირითადი დაინტერესება ემიგრანტების მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობამ და მისი შესაძლებლობების მექანიზმების შექმნის პროცესმა გამოიწვია.

შეხვედრა სოციალურ ქსელების მეშვეობით შედგა და მისი ორგანიზატორი  ემიგრანტული პლატფორმა,  “თაობები ქვეყნისათვის” იყო.

პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” ძირითადი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებისათვის რაც შეიძლება მეტი ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაა, ამისათვის მათ დაიწყეს კამპანია უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებში – ხმის უფლების მოპოვების მიზნით – საკონსულოებში რეგისტრაციისათვის.

პლატფორმა პერიოდულად ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს და ესაუბროს ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებს-– ძირითად პოლიტიკურ აქტორებსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.

ამ პლატფორმის ფარგლებში ემიგრანტები შეხვდნენ ნიკა გვარამიას, ანა ნაცვლიშვილს “ლელო”, “საიას” წარმომადგენლებს, გიორგი ვაშაძეს, მოლდოვას სამოქალაქო მოძრაობის ერთ ერთ ლიდერს, ქალბატონ კორნელია კოზონაცს, მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს გუნდიდან -სულ ბოლო შეხვედრა ემიგრანტებმა – ელენე ხოშტარიასა “დროა” და ზურაბ ჯაფარიძესთან “გირჩი მეტი თავისუფლება” თან და უკრანისი საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სერბეთში, ვოლოდიმირ ტოლჩაკთან, ასევე “ხალხის პარტიის” ლიდერ ანა დოლიძესთან -გამართეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share