იაგო ხვიჩია – ხშირ შემთხვევაში “ოცნება” უფრო მეტად სანდო პარტნიორია ვიდრე ოპოზიცია

“საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი პარტია 5% ბარიერს გადალახავს, კოალიციური მთავრობაში შევა იმ ძალასთან რომელიც უფრო მეტ დათმობებზე წამოვა ჩვენთან და ჩვენს მეტ მოთხოვნებს გაიზიარებს, იქნება ეს “ქართული ოცნება” თუ ნაციონალური მოძრაობა’, ხშირ შემთხვევაში “ოცნება” უფრო მეტად სანდო პარტნიორია ვიდრე ოპოზიცია”

ეს განცხადება პარტია “გირჩის” ერთ ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა იაგო ხვიჩიამ, ემიგრანტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისივე განცხადებით, დღეისათვის საქართველოში სულ სამი პარტიაა, “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “გირჩი” რომლის ერთ ერთი ხელმძღვანელიც თვითონაა:

“ერთ მხარეზეა “ქართული ოცნება” ანუ ივანიშვილი თავისი მომხრეებით, მათ შორის გახარია, მეორე მხარეზეა მიხეილ სააკაშვილი, “ნაციონალური მოძრაობითა” და “ნაციონალებით”. “ნაციონალებია ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ნიკა მელია, “ლელო” და გიგა ბოკერია. მე მათ შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ” თქვა ხვიჩიამ.

“ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც ვიცით რა გვინდა და როგორ, ივანიშვილის მომხრეებს რომ კითხავთ რა უნდათ – გიპასუხებენ “ეს ბიძინამ იცის”, სააკაშვილის მომხრეებს რომ კითხავთ რა უნდათ – ისინი გეტყვიან რომ “ეს მიშამ იცის”. ჩვენ პარტიაში კი სულ სხვა ვითარებაა” მიიჩნევს პარლამენტარი იაგო ხვიჩია.

შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ემიგრაციის წარმომადგენლების ძირითადი დაინტერესება ემიგრანტების მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობამ და მისი შესაძლებლობების მექანიზმების შექმნის პროცესმა გამოიწვია.

შეხვედრა სოციალურ ქსელების მეშვეობით შედგა და მისი ორგანიზატორი  ემიგრანტული პლატფორმა,  “თაობები ქვეყნისათვის” იყო.

პლატფორმა “თაობები ქვეყნისათვის” ძირითადი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებისათვის რაც შეიძლება მეტი ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაა, ამისათვის მათ დაიწყეს კამპანია უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებში – ხმის უფლების მოპოვების მიზნით – საკონსულოებში რეგისტრაციისათვის.

პლატფორმა პერიოდულად ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს და ესაუბროს ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლებს-– ძირითად პოლიტიკურ აქტორებსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.

ამ პლატფორმის ფარგლებში ემიგრანტები შეხვდნენ ნიკა გვარამიას, ანა ნაცვლიშვილს “ლელო”, “საიას” წარმომადგენლებს, გიორგი ვაშაძეს, მოლდოვას სამოქალაქო მოძრაობის ერთ ერთ ლიდერს, ქალბატონ კორნელია კოზონაცს, მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს გუნდიდან -სულ ბოლო შეხვედრა ემიგრანტებმა – ელენე ხოშტარიასა “დროა” და ზურაბ ჯაფარიძესთან “გირჩი მეტი თავისუფლება” თან და უკრანისი საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სერბეთში, ვოლოდიმირ ტოლჩაკთან, ასევე “ხალხის პარტიის” ლიდერ ანა დოლიძესთან და “ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელთან – გიგა ბოკერიასთან  -გამართეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share