Le Monde-ს ცნობით, მაკრონმა ოდესაში ფრანგული საჯარისო ნაწილების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო

ფრანგული გამოცემა Le Monde წერს, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოდესაში ფრანგული საჯარისო ნაწილების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ სულ ცოტა ხანში მაკრონი ამ საკიტხზე განცხადების გაკეთებას აპირებს. დასავლური სამყარო სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვის მოლოდინშია.

ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში შესაძლო გაგზავნის შესახებ უკიდურესობამდე დაძაბა კონფლიქტი რუსეთთან და ევროპელ მოკავშირეებს შორისაც. საფრანგეთის ლიდერის ამ სიტყვების შემდეგ დაუყოვნებლოვ გააკეთეს განცხადებები გერმანიის და შეერთებული შშტატების მეთაურებმაც. სავარაუდოდ დღეს, რამდენიმე საათში, მაკრონი სწორედ რუსეთთან უკრაინის ომის და ამ ომში ევროპის, NATO-ს და უშუალოდ საფრანგეთის როლზე საუბრებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share