“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაახლოებით კვირანახევრის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, “მთავარმა არხმა” დუბაიში აღმოაჩინა. არხის ინფორმაციით, ის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ისვენებს. ამ კონკრეტულ სასტუმროში ღამის გათენების ფასი კი 2000 ლარიდან 6000 დოლარამდე მერყეობს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალა 18 მარტით თარიღდება.
რა მიზნით იმყოფება ღარიბაშვილი დუბაიში, ეს ამ დროისთვის უცნობია.