”უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა, მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ, გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა.”
წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში.