პირველ ფოტოზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.აჭში გურიის ყოფილი გუბერნატორის გია სალუქვაძის მშენებარე სასტუმრო-კომპლექსია, ხოლო მეორე ფოტოზე უძველესი აჭის დედათა მონასტერია, რომელიც ყოფილი გუბერნატორის მიერ წამოწყებულ გრანდიოზულ მშენებლობას თავზე წამოჭიმვია. გემოვნებას ნამდვილად ვერ დაუწუნებთ ბ-ნ სალუქვაძეს, ადგილიც მაგარი შერჩევია და მეზობელიც. უბრალოდ აქ ერთი ლოკალური შეკითხვა ისმის. საიდან საჯარო მოხელეს ასეთ ადგილას მსგავსი კომპლექსური მშენებლობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაჩრდილვის ხარჯზე წამოჭიმა და რომლსაც საგანგებოდ მალავს რომ მისი საკუთრებაა? მე გეტყვით რატომაც?ეს ყველაფერი, გურიის რეგიონის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან აღებული ატკატებით გააკეთა, კორუმპირებულ გამგებლებთან ერთად, რომლებიც მისი გუბერნატორობის დროს იყვნენ მმართველობაში და აღებ-მიცემობა მათი ცხოვრების წესი იყო. მინდა აქვე მივცე პირობა ბ-ნ სალუქვაძეს, ყოფილ თუ მოქმედ კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთალ – არ შეგრჩებათ ხალხის ფული. იმ ხალხის, რომლებიც თქვენი დამსახურებით დღეს არსებობისთვის იბრძვიან. ვერსად დაიმალებით! ყველგან მოგაგნებთ სამართლიანი მართლმსაჯულება!
წერს ლანჩხუთში ენმ-ის ლიდერი და ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი კახა ასკურავა და აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ფოტოებსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს: