მეღვინეები გამჭვირვალობის კანონს გმობენ და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ

“არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას!” – ამ სახელწოდებით მეღვინეები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი მეღვინე აწერს, ისინი გმობენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ  კანონს და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ.

განცხადება:

“არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას!

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს არ წარმოვადგენთ, ქართველი მეღვინე არტიზანების ნაწილმა საზოგადოება მივაჩვიეთ, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე ყოველთვის ერთ-ერთი პირველები ვაფიქსირებთ ჩვენს მყარ პოზიციას.
ახლაც, გვსურს ჩვენი ხმა შევუერთოთ თანამოქალაქეთა იმ ღირსეულ ნაწილს, რომელიც მკაფიოდ გმობს დღევანდელი ხელისუფლების აშკარა ღალატს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გვსურს, ჩვენი ხმა შევუერთოთ თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებს და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით:

ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონი, რომელსაც დიდი ხანია, სრულიად მართებულად, “რუსული კანონი” ეწოდა, ძირს უთხრის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებებს, არის ფარისევლური, მავანთა პირადი ინტერესებით ნაკარნახევი და ქვეყნის ინტერესების უგულვებელყოფით მოტივირებული პროექტი არის ოკუპანტი სახელმწიფოს პირდაპირი დირექტივით განხორციელებული პროვოკაცია არ აქვს არანაირი კავშირი ხელისუფლების მიერ ფარისევლურად პროპაგირებულ გამჭვირვალობის ინტერესთან გამიზნულია ჩვენი ქვეყნის ყველაზე აქტიურ მოქალაქეთა დასაშინებლად და დასამორჩილებლად არის ღირსების შემლახავი თავისი ტერმინოლოგიით, როდესაც სურთ, დასავლური კულტურის გამავრცელებლებს “უცხო ძალის აგენტები” უწოდონ არის მოქალაქეთა დაბნევის, დაქსაქსვისა და სახელმწიფოს გაუქმებისაკენ მიმართული

დაბოლოს: ეს კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები ცხადყოფენ საკუთარი ხალხის მოღალატე, უცხო ინტერესის მსახური, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩასაფრებული ხელისუფლების მტრულ და საქართველოსთვის სრულიად უცხო ხასიათს.

აშკარაა, რომ ამ ხელისუფლების მმართველობის ყოველი დღე უდიდესი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ დაკარგეს ყველანაირი მორალური უფლება, რომ საქართველოს ხელისუფლებად იწოდებოდნენ. ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ!

მოვუწოდებთ ყველას, საყოველთაოდ განაცხადეთ საკუთარი მკაფიო პოზიციის შესახებ. საღი აზრითა და ნათელი გონებით დავძლიოთ ეს ჭაობი და შევქმნათ ნათელი მომავალი!”

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაცია ღვინის ოსტატები და მეღვინე არტიზანები:

ანდრო ბარნოვი
ცოტნე ჯაფარიძე Wine of Freedom
ნინი ჩხეიძე – სიმონიკა, ჩხეიძეების ღვინო
ლაშა სოფრომაძე – გაიოზ სოფრომაძის მარანი
ნუკრი ქურდაძე – ფაფრის ველი
შიო მაისურაძე – არბოს მარანი
ვაჟა კასრელიშვილი – გებრალე-საოჯახო მეღვინეობა
გოგიტა მაკარიძე – მაკარიძის მარანი
ქეთო ფუტურიძე
არკადი რობაქიძე – კირილე
გიორგი მხატვრიშვილი-მარანი ქვევრისეული
ვლადიმერ ნაჭყებია
თამარ ბოჭორიძე – როჭოს ვენახები
ქეთო ნინიძე, საოჯახო მარანი „ოდა“
დარია ხოლოდილინა
გია ჩუბინიძე. მარანი “ნანუა”
ნათია ჩეკურიშვილი – White Mulberry
გიორგი აივაზიანი – მანავი ვაინს
ნიკა ბახია – მარანი ნიკა
გიორგი პაროშინი – ქართული ღვინის ბუტიკი
თაკო ჟურული – ჟუკა-სანოს მარანი
ზურაბ სანოძე – ჟუკა სანოს მარანი
ნიკა ვაჩეიშვილის მარანი
თამარ პატარიძე – პატარიძის რაჭული
ქეთი ჰუბერტი – მეღვინეობა თილისმა
მარინა კურტანიძე –
ბესო კარაბაკი – კაპიტოს მარანი
მანანა ახვლედიანი – Madam Wine
არჩილ გუნიავა – არჩილ გუნიავას მარანი
ნინო გუნიავა – არჩილ გუნიავას მარანი
ვახტანგ გუნიავა- არჩილ გუნიავას მარანი
მარიამ გუნიავა- მარიამ გუნიავას მარანი
ალექსი ციხელიშვილი – ციხელიშვილი მარანი
ნიკო თოთლაძე – ორი ქვევრი
ალეკო სარდანაშვილის მარანი
შმაგი ავალიშვილი – ავალიშვილის მარანი
მიშა დოლიძე – მარანი კასრელი
ანა ჭეიშვილი – მეღვინეობის ისტორიის მკვლევარი
გიორგი გერლიანი – მარანი მალატი
ლილე მაღლაფერიძე
გიორგი ჩიტეიშვილი
ლუკა ალუღიშვილი – მეღვინეობა ქუმბათი
მარიამ ჩხვირკია – ghvino.ge
რატი რატიანი – რატიანის მეღვინეობა
თეა სტურუა – პატარა მარანი
მირანდა ჩხეტიანი – მირანდას ღვინო
ლაშა გურული – მარანი ენკენი
ბესიკ საბაშვილი – მეღვინეობა ეიფორია
გიორგი მალაციძე – მარანი თეძამი
ფაბიო ბოლონიეზე – Inavarde Wines
შორენა ბოჭორიშვილი – ღვენახე
ჯონ უერდემანი – ხოხბის ცრემლები
გია ტოგონიძე – ტოგონიძის ღვინო
კახა ბერიშვილი – ართანული ღვინო
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share