აქციის მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის 1-საათიანი ვადა ამოიწურა.
“მინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს.
უპირველეს ყოვლისა, გვინდა გთხოვოთ, რომ ხელის აწევით მოგცეთ უფლება და მანდატი, რომ წაუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას.
გამოჩნდება 2 დიდი, გაშლილი ბანერი, რომელსაც ჩვენ წარვუძღვებით წინ და გთხოვთ, არავინ გასცდეს ბანერს და გამოგვყვეთ მშვიდად, წყნარად მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კონსტიტუციური, დემოკრატიული მსვლელობით.
ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ აყვეს არავინ პროვოკაციას. წავიდეთ, მივიდეთ და მოვითხოვოთ, ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება”, – განაცხადა აქციის სპიკერმა.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 1-საათიანი ვადა პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად და კანონის უკან გასატანად მისცეს.